ტრამპი ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობის გამოძიებისკენ ამჯერად ჩინეთს მოუწოდებს
ფოტო: Getty Images
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის შემდეგ ამჯერად უკვე ჩინეთს მოუწოდა, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობა გამოიძიოს. უკრაინისთვის გამოძიებისკენ მოწოდება ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.
ჟურნალისტებმა იკითხეს, მიუმართავს თუ არა მან ჩინეთის პრეზიდენტისთვის, სი ძინპინისთვის, რაზეც ტრამპმა უთხრა:
"არა, მაგრამ ეს ისაა, რაზეც ჩვენ დაფიქრება შეგვიძლია".
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც შეიძლება დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად წარადგინოს.
ბაიდენები და ჩინეთი
ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, 2013 წელს ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, სადაც სი ძინპინსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ვიზიტისას მან მისი შვილი, ჰანტერი ახლდა.
ჰანტერ ბაიდენი ჩინეთში ბანკირს, ჯონათან ლის შეხვდა, რომელიც შემდგომში მისი პარტნიორი გახდა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კერძო ფონდი დააარსა. ბაიდენი ფონდის დირექტორთან საბჭოს წევრი გახდა.
ჰანტერ ბაიდენის წარმომადგენელმა, ჯონ მეზაირესმა NBC-ის განუცხადა, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს საქმიანი საკითხები არ განიხილებოდა, ხოლო ფონდის შექმნა რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ბაიდენმა ფონდში წილი 2017 წელს, ჯო ბაიდენის გადადგომის შემდეგ 420 ათას დოლარად შეიძინა.
მეზაირესის განმარტებით, ჩინეთში ჰანტერ ბაიდენი ჯონათან ლისა და პარტნიორების გარდა ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია და არც მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა.
სატელეფონო საუბრის სკანდალი
დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებული სკანდალის გამო კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
თვითონ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას კი მან სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.
ტრამპმსა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი ივლისში შედგა, თუმცა მისი დეტალური შინაარსი მხოლოდ სექტემბერში გახდა ცნობილი. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკისთან საუბრამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა პირადად გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეჩერებინათ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.
შოკინის საქმიანობით დასავლეთში არაერთი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ, გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.
გაიგეთ მეტი:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები