საია: ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა
ფოტო: On.ge
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი დახმარებით ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა.
საუბარია 8 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ბეჟან გუნავასა და მისი შვილის ბესიკ გუნავას დაკავების ფაქტზე.
გთავაზობთ საიას განცხადებას უცვლელად:
2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა.
აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.
იმის გამო, რომ ბეჟან გუნავამ ვერ დატოვა კანცელარიის შესასვლელის ტერიტორია, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს იგი და გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად. ბეჟან გუნავასთან ერთად აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მისი შვილიც, ცოტნე გუნავაც, რომელიც პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, წინააღმდეგობას უწევდა მათ სამართალდამრღვევი ბეჟან გუნავას დაკავებაში. თვითონ ცოტნე გუნავა კი აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მხოლოდ მოუწოდებდა შეეწყვიტათ ბეჟან გუნავაზე ფიზიკური ზეწოლა. დაკავების შემდეგ ბეჟან გუნავას გაეწია სამედიცინო დახმარება და აღმოჩნდა, რომ მას აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, ბეჟან გუნავა და ცოტნე გუნავა გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგენილი ოქმის დასამტკიცებლად. სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ბეჟან გუნავას მიმართ მის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო ცოტნე გუნავას მიმართ სასამართლო შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით. სასამართლოს დადგენილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლოში და შევიდა კანონიერ ძალაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები