იმედის თანამშრომელი: ლალიაშვილი მოიყვანეს და თავზე დაგვასვეს... ჟურნალისტები დემორალიზებულები არიან
ფოტო: Toresa Mossy / Facebook
ტელეკომპანია იმედის ანონსების რედაქტორი და შოუს უპასუხე საქართველოს სცენარისტი, მწერალი ტორესა მოსი წერს, რომ აგვისტოს ომზე ფილმის ნახვისთანავე არხის შიდა ჯგუფში ფილმის ავტორების დასჯა და ტელევიზიისგან საჯარო ბოდიში მოითხოვა. ტორესა მოსის თქმით, მის პოზიციას მხარს უმრავლესობა უჭერდა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმაც გააპროტესტეს.
"როდესაც ეს ნაბიჭვრობა (ფილმს ვგულისხმობ) დაიდო, სამეგრელოში ვიყავი და რომანზე ვმუშაობდი უინტერნეტო გარემოში და სრულიად შემთხვევით ვნახე ერთი დღის დაგვიანებით. ჩემი პირველი რეაქცია იყო რა თქმა უნდა საჯაროდ დამეგმო და არხიდან ასევე საჯარო განცხადებით წავსულიყავი, თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე შემენარჩუნებინა კორპორაციული ეთიკა (ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ყოველთვის, მათ შორის ასეთ დროსაც, რადგან მიმაჩნია, რომ სხვისი დანაშაული პირადი პასუხისმგებლობებისგან არ გვათავისუფლებს) და ზუსტად ამ ტექსტით: "ვინ გააკეთა ეს ნაბიჭვრობა?" (ტექსტი უფრო ვრცელი იყო რა თქმა უნდა) ჩავაგდე იმედის თანამშრომლების შიდა ჯგუფში და მოვითხოვე არხს მოეხადა ბოდიში და ამის გამკეთებელი დაესაჯა. ამას მოჰყვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი განცხადების მოწონება და მხარდამჭერი კომენტარები. იმისათვის, რომ პროცესი ძალიან არ გაჭიანურებულიყო, დავიწყე ამ ლინკის გზავნა იმ ადამიანებთან, ვისთანაც პირადად მაქვს კონტაქტი. აღმოჩნდა, რომ არხზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობას (მათი დიდი ნაწილი დღემდე შვებულებაშია), მათ შორის პროდიუსერებს, ფილმი ნანახი არ ჰქონდათ და არც არავინ იცოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ავტორი. ჩემს პოსტს მოჰყვა თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა, მირეკავდნენ და მწერდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ, რომ იზიარებდნენ ჩემი განცხადების პათოსს. ამასობაში ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტებმაც და პროდიუსერებმაც აქტიური პროტესტი გამოხატეს", — წერს ტორესა მოსი ფეისბუქზე.
მისი თქმით, ნიკა ლალიაშვილის არსებობის შესახებ, რომელიც არხის გენერალური დირექტორია, წარმოდგენა არ ჰქონდა:
"დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა. დღეს გავარკვიე, რომ ეს ვინმე ნიკა ლალიაშვილი მოიყვანეს და მათ შორის ნიუსში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად დაგვასვეს ყველას თავზე. არხზე მომუშავე თანამშრომლების სრული უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია. რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე ფორმით რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. როგორც იმ შიდა განცხადებაში ვთქვი, თუ არხი არ მოიხდიდა საჯაროდ ბოდიშს, ვიდეო არ წაიშლებოდა და გამკეთებელი არ დაისჯებოდა, მე იგივე განცხადებას გავაკეთებდი საჯაროდ, თუმცა არ ვაპირებ შევუქმნა ეს კომფორტი, რომ ჩემი ფეხით წამოვიდე იქიდან. აქვე ვამბობ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მე ვიქნები მანდ, ან ნიკა ლალიაშვილი და სანამ ვიქნები, ყოველ დღე, საჯაროდ ვამხელ და ყოველი დღე იქნება კონკრეტული ფასი".
ის ამბობს, რომ არაფერი დასრულებულა და გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაისჯება ფილმის შემქმნელი.
"კომპანიის მფლობელებს მინდა მივმართო, გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს? რა ვიცი, დავფიქრდებოდი თქვენ ადგილზე", — წერს ტორესა მოსი.
ფილმი აგვისტოს ომზე სახელწოდებით ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს იმედის ფეისბუქგვერდიდან წაიშალა. მისამართი, რომელზეც ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო, აღარ არსებობს, ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომია იუთუბზე.
ტელეკომპანია იმედის ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი: "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". ლალიაშვილის კომენტარი ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.
ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის ტექსტებს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ ემინჯებიან აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის "მთავარ ხაზს". საერთო განცხადებებები სოციალურ ქსელში აგვისტოს ომზე ფილმის ეთერში გასვლიდან მე-4 დღეს გავრცელდა. იქამდე ფილმი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.
პლატფორმა მედიაჩეკერმა ფილმს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც წერია, რომ სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც "მაშველი რგოლი" სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა "ოპოზიციის წნეხისგან" გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა "დაკარგული ლეგიტიმაცია".
მედიაჩეკერის მასალაში ასევე ვკითხულობთ, ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად", — წერს მედიაჩეკერი ფილმის შესახებ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები