მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 40 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა
ფოტო: Russian News
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, რომელიც სახაროვის მოედანზე მიმდინარეობს, 40 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ამ ინფორაცია TVrain.ru "თეთრ მრიცხველზე" დაყრდნობით ავრცელებს.
აქცია, რომელიც მოსკოვში იმართება, ამჯერად, ხელისუფლებასთან შეთანხმებულია. აქტივისტებისთვის სპეციალური ტერიტორიაა გამოყოფილი, რომელსაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იცავს. აქციაზე მისულებს სიტყვით ოპოზიციონერი ლიდერები მიმართავენ. ასევე სრულდება საპროტესტო სიმღერებიც.
ფოტო: VarlamovNews
ფოტო: Russian News
ფოტო: ვედომოსტი
ფოტო: MBE Media
წინა ორი აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო და მასობრივი დაკავებებით დასრულდა. ჯამში ორივე აქციაზე 3 000-მდე დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი ლიდერები.
რა ხდება მოსკოვში
მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი ისეთი ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. მათ შორის, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.
სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში. ოპოზიციის მხარდამჭერები კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე.
"ჩვენ გვაქვს უფლება გვყავდეს საკუთარი კანდიდატი", "სირცხვილია" — ამ და სხვა სლოგანებით მათ გუშინ, 27 ივლისს არაერთ ლოკაციაზე გამართეს აქცია. პოლიცია და სპეცრაზმი მათ სცემდა, აკავებდა, ალყაში აქცევდა და დევნიდა, თუმცა აქცია გრძელდებოდა.
პროტესტის პარალელურად სპეცრაზმი შეიჭრა ოპოზიციური მედიის ნავალნი ლაივის სტუდიაში, რომელიც აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. პოლიცია შევიდა დამოუკიდებელი მედიის დოჟდის შენობაშიც, რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში აშუქებდა პროტესტს და მთავარ რედაქტორს დაკითხვის ოქმი ჩააბარა. ის აქციების შესახებ დაკითხეს.
პოლიცია დაკავების მიზეზად აქციის არასანქცირებულობას და დემონსტრანტების აგრესიას ასახელებდა. თუმცა, ისინი აკავებდნენ ყველას. მათ შორის, აქტივისტებს, რომლებიც ჰიმნს მღეროდნენ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებებზე საუბრობდნენ.
რუსეთში, ოპოზიციურ აქციებზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ გასულ კვირას 1 373 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ოვდ ინფო ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელი მედია პროექტია და რუსეთში პოლიტიკურ დევნას შეისწავლის. რაც შეეხება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი მხოლოდ 1 074 ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები