რას ნიშნავს პატიმრობის გაუქმება ნარკოტიკებზე, რომელიც "სწრაფ შეჩვევას და აგრესიას" არ იწვევს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა პატიმრობა ერთი მოხმარებისთვის საჭირო ისეთი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე, რომელთა მიღება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან აგრესიულ ქმედებას. ახლა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების აღსრულების პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება. მათ უნდა განსაზღრონ ნივთიერებები, რომლებიც "სწრაფ შეჩვევას ან აგრესიულ ქმედებას" არ იწვევს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "ცოტა გაუგებარია" ნარკოლოგ დათო ვადაჭკორიასთვის. მისი განცხადებით, ნარკოპოლიტიკის არსი არის დეკრიმინალიზაცია და საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მომხმარებელი ციხეში მაინც მოხვდება. ვადაჭკორია ასევე ფიქრობს, რომ სიტყვები "ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად მიჩვევადი ნარკოტიკი" პირობითი და ინდივიდუალურია.
"ერთმა ნარკოტიკმა ერთ მომხმარებელს შეიძლება ფსიქიკური აშლილობა დამართოს, მეორეს —არა. ირიბად მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებზეა საუბარი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობენ. ალბათ იგულისხმება, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დროს პატიმრობა გაუქმდეს და მძიმე ნარკოტიკზე დასაშვებად მიიჩნეოდეს. თანამედროვე ნარკოპოლიტიკის არსი არის დეკრიმინალიზაცია. მომხმარებლების ციხეში გაშვება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რაც არ ჩანს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში", — განუცხადა ვადაჭკორიამ On.ge-ს.
ის ამბობს, რომ მსუბუქად და მძიმედ ნარკოტიკების დაყოფა მეცნიერულად სწორი არ არის და უფრო იურიდიული მიდგომაა.
"საკონსტიტუციოში მსუბუქი და მძიმე ნახსენები არ არის და ცოტა გაუგებარია, რამდენად სპეციალისტებთან მოხდა ამის შეჯერება. არ ჩანს, რომ ამის განხილვაში სპეციალისტები ჩართეს. ეს გადაწყვეტილება მრავალ ინტერპრეტაციას ტოვებს ", — ამბობს ნარკოლოგი.
ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის ხელმძღვანელი, კოტე რუხაძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ნარკოტიკების დაყოფა ვერ აღმოფხვრის.
"რომელი ჩამონათვალი იქნება, რომელი ნარკოტიკის მომხმარებელ ადამიანებს შეეხებათ? მე ვფიქრობ, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს ცალსახად არ შეეხება ეს კანონმდებლობაა. რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება, სამწუხაროდ, და ისევ არ არის ზრუნვაზე ორიენტირებული. თუმცა, როცა საკანონმდებლო დონეზე ვერ ცვლი რაღაცას, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციოს პრეცედენტები, რა თქმა უნდა, არის შვება მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის", — განაცხადა კოტე რუხაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა მამრიკიშვილი კი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ნარკოტიკების ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს.
"საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლიბერალიზაციას, ასევე გულისხმობს დეკრიმინალიზაციას ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს შეუძლია პატიმრობა ყველა ნარკოტიკზე გააუქმოს. აიღოს პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციოს არ გადააბრალოს", — განაცხადა ეკა მამრიკიშვილმა.
მისივე განმარტებით, ახლა პრობლემას ქმნის ის, რომ ნარკოტიკული საშუალებების სია, რომელიც ნაკლებად იწვევს მიჩვევას და აგრესიას, არ არსებობს. იქამდე, სანამ პარლამენტი გადაწყვეტილების შესაბამისად კონკრეტულ სიაზე დაიწყებს მუშაობას, საკონსტიტუციოს ინდივიდუალურ შემთხვევებში პატიმრობის შეფარდების კონსტიტუციურობაზე მოუწევს მსჯელობა.
"სასამართლომდე მივა საქმე და სასურველი იქნება, რომ სასჯელის კონსტიტუციურობა კონკრეტული ნივთიერებების მიხედვით შეფასდეს. მოსალოდნელია, რომ ინდივიდუალურ ნივთიერებებზე სარჩელების ოდენობა გაიზრდება და საკონსტიტუციოს მოუწევს, რომ ნივთიერებებზე ინდივიდუალურად იმსჯელოს", — განმარტავს იურისტი.
ის ურჩებს საქართველოს პარლამენტს, რომ სიაზე მუშაობა სექტემბრიდან დაიწყონ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე კი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ის ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება, ვინაიდან კანაფმაც კი რეგულარული მოხმარებისას შესაძლოა, ადამიანის აგრესია გამოიწვიოს. მისი თქმით, გაცილებით სწორი იქნებოდა თუკი წამალდამოკიდებულ ადამიანებს საპატიმროს ნაცვლად, სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრებში გაუშვებდნენ.
"ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით. ამ შემთხვევაში არსი ისაა, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო და მის ნაცვლად ზრუნვა გამოიყენო", — განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა.
ის დეკრიმინალიზაციას ემხრობა ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში და ამბობს, რომ ამ კანონპროექტით პარლამენტს დიდი ხანია მიმართა.
"ეს ადამიანები ციხის მაგივრად უნდა გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობისა და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს იმაზე მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა", — განაცხადა ზოიძემ.
არსებული კანონმდებლობით, ნარკოტიკების მოხმარება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე თავისუფლების აღკვეთას, გარდა მარიხუანისა. საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ მარიხუანის მოხმარება დასჯადი ქმედება აღარ არის. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა კანონის დონეზე უკვე განსაზღვრა ის ადგილები, სადაც მარიხუანის მოხმარება აკრძალულია.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქიკური ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონი ადგენს იმ ნარკოტიკული საშუალებების სიას, რომელიც იწვევს მიჩვევასა და აგრესიულ ქმედებას. ასევე არეგულირებს იმ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტულ შემთხვევებში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა





კომენტარები