კეზერაშვილმა ვისაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ეს არ იქნება ტელევიზიის მთავარი ღერძი — მშვილდაძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / თავისუფალი ბაზარი
ფორმულა კრეატივის დირექტორის, მიშა მშვილდაძის თქმით, ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი არ იქნება ის, თუ ვის დაუჭერს მხარს დავით კეზერაშვილი. გუშინ, პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფორმულა კრეატივი ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.
მიშა მშვილდაძის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ პარტიული ტელევიზია არ აინტერესებდათ, იქნებოდნენ პოლიტიკური, მაგრამ ზეპარტიული ტელევიზია. ამის შესახებ მან გადაცემა თავისუფალ ბაზარში ისაუბრა.
კითხვას, თუ რა იქნება ამ ყველაფრის გარანტი მიშა მშვილდაძემ უპასუხა:
"[გარანტიას ვაძლევთ] ჩემი პირადი სხეულით, ტანით და ორგანიზმით, ასევე, სადამფუძნებლო დოკუმენტებით და დირექტორის პიროვნებით. უბრალოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთ პარტიაზე მუშაობით მიზანს ვერ მივაღწევთ. რა მიზანიც არ უნდა გვქონდეს, თუ ერთ პარტიაზე ვიმუშავებთ, ამ მიზანს ვერ მივაღწევთ", — თქვა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძის თქმით, ტელევიზიის დირექტორად ზუკა გუმბარიძე მოიაზრება. დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ პირველ აგვისტოს ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დააანონსა.
ვინ არის კეზერაშვილი?
დავით კეზერაშვილი, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსანია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
მის წინააღმდეგ ხუთი დამოუკიდებელი საქმე იქნა აღძრული 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ბრალდებები ფულის გათეთრებას, თანხების გაფლანგვას, კორუფციას, 7 ნოემბრისა და იმედის საქმეებს უკავშირდება. 5 ბრალდებიდან პროკურატურამ სამი ვერ დაამტკიცა, ორ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია იმედის, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ამ საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია 2015 წლის მარტში შეეცვალა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 7 ნოემბრის, იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდთან დაკავშირებით) და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმედის ეპიზოდთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები ედება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2011 წლის კვლევაში წერია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს.
"ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე ფაქტო მონოპოლიას სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი "ჯენერალ მედია" ფლობს, თბილისის გარე რეკლამების სეგმენტში კი დომინანტური პოზიცია აუთდორ.ჯი–ს უკავია", — ნათქვამია კვლევაში.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში.
Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama Papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.
შვეიცარიული გაზეთის თანახმად, მას შემდეგ რაც 2013 წელს კეზერაშვილის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ამ უკანასკნელის რწმუნებულმა პანამის იურიდიულ კომპანიას დოკუმენტების რეგისტრაციისა და მათი ძველი რიცხვით დათარიღების თხოვნით მიმართა. გაზეთის თანახმად, პროცესის დაწყებამდე კეზერაშვილმა თანხა სხვა ორი ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე გადაიტანა.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ 2017 წელს დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ მან მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და ევროპულ საქართველოს აფინანსებს.
ფორმულა კრეატივი
ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები