ქართული ოცნება ცდილობს, არ გააღიზიანოს რუსეთი — ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი
ფოტო: VOA
ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი, გლენ ჰოვარდი, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, პუტინის კომენტარი საქართველოს ოკუპანტობაზე აბსურდია და ის ამ განცხადებებით, ცდილობს დააშინოს საქართველო. ჰოვარდი თვლის, რომ საჭიროა ნატოსა და ამერიკასთან მეტი თანამშრომლობა სამხედრო და სხვა დონეებზე, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დასავლელი პარტნიორები საქართველოს თავდაცვაში დაეხმარებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის არ დაეთანხმება სანქციებს საქართველოზე ქართველი ხალხის პატივისცემის გამო. თუმცა, მანამდე ქართველებს ოკუპანტები უწოდა და ოსების გენოციდში დასდო ბრალი. გარდა ამისა, საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამის ფონზე როგორ შეაფასებდით მის კომენტარს?
ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც შესაძლებელია
ვფიქრობ, პუტინის განცხადება, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ასევე, ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური გაცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილის იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს.
როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს პუტინი, როდესაც ის საქართველოზე, როგორც ოკუპანტ და მოძალადე ქვეყანაზე საუბრობს?
ის [პუტინი] ცდილობს ამოატრიალოს დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული აგრესიისგან დაზარალდა. ის ცდილობს, ეს შეხედულება მკვეთრად შეცვალოს და გამოიყენოს ქართველების წინააღმდეგ.
აქამდე მათი ნარატივი ის იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოა დამნაშავე და თავისი ცუდი მთავრობის გამო საქართველომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. არ მგონია, რომ პუტინს სჯერა იმის რასაც ახლა ამბობს. ვფიქრობ, მისთვის ესაა გზა, რომ დაუსრულებლად დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა. მით უმეტეს ახლა, როდესაც საქართველოში ამდენი ტურისტი ჩამოდის, არის გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის, ასევე, აქვს, არაჩვეულებრივი, ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის განვითარებაც სურს საქართველოს. ასე რომ, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს საამაყო რომ აღარაფერი ვთქვათ მის არაჩვეულებრივ კულტურაზე, ღვინოსა და საჭმელზე.
ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, თუ როგორ იზრდება ნელ-ნელა ამ მთავრობის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და მოერგოს პუტინს
პუტინის გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვერ მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენლის მყისიერი განცხადება ბრალდებებზე საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, უმოკლეს დროში რეაგირება ვნახეთ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგზე. თქვენთვის,საუბრობს თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტენდენციაზე?
ტენდენცია კარგად ცნობილი და ჩამოყალიბებულია: პარტია ქართული ოცნება ცდილობს, არ გააღიზიანოს რუსეთი. მათ მისცეს გარკვეულ რუსულ ჯგუფებს უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მთავარი საფრთხე კი იქიდან მომდინარეობს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა არსებობს. ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, თუ როგორ იზრდება ნელ-ნელა ამ მთავრობის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და მოერგოს პუტინს, მოერგოს რუსეთს.
მესმის, რომ მათ [მთავრობას] არ სურთ აგრესიული პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მისცა ჯაველინები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება. ასე რომ, ამერიკამ დაანახა ყველას, რომ ის მზადაა დაეხმაროს საქართველოს.
ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და რუსული მედია დიდ როლს თამაშობს ამაში. თავად რუსეთის პრეზიდენტიც არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ საქართველოს ისტორიის საკუთარ ვერსიებზე ისაუბროს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ებრძოლოს ამ ყალბ ინფორმაციას და ახალ ამბებს?
ქართველებს კარგად შემუშავებული პროპაგანდის პოლიტიკა სჭირდებათ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ რუსული გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. თუმცა საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ტაქტიკა შემაშფოთებლია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, რომ მისცენ რუსებს უფლება ისევ დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ რუსული ზეგავლენა ისევ გაიზრდება. ის საკმაოდ დაბალი იყო 2011-2012 წლებში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ზეგავლენა ნელ-ნელა იზრდება. ასევე, ვხედავთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასეთი დაყოფილია. ასე დაპირისპირებული ქართველები ბოლო პერიოდში მე არ მახსოვს. ამ ყველაფრისგან სარგებელი მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს, რომელიც თქვენი ჩრდილო მეზობელია და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას ახდენს.
2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის 11 წლისთავი ახლოვდება. როგორ ფიქრობთ სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მხრდაჭერა დასავლეთისგან, იმისთვის, რომ დაცული იყოს სამომავლოდ შესაძლო აგრესიისგან?
საქართველოს თანამედროვე ჯარი სჭირდება, სჭირდება ოფიცრები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად და განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული
ვფიქრობ, ნომერ პირველი გაკვეთილი რაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო ის იყო, რომ საქართველოს თანამედროვე ჯარი სჭირდება. სჭირდება ოფიცრები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად და განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ტრამპის ადმინისტრაციამ მისცა საქართველოს ძალიან კარგი საშუალება, რომ მიეღო საჭირო სამხედრო აღჭურვილობა თავდაცვისათვის.
ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ საქართველო ნატოსკენ და ევროატლანტიკური ერთობისკენ მიდის და ეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი თანამდეროვე ჯარიც და უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ამერიკა კი მუდმივად მზადაა, რომ ამაში დაეხმაროს.
ინტერაქცია საქართველოს ჯარებს, ამერიკის სამხედრო ძალებსა და ნატოს შორის უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, უნდა გამოინახოს გზები, თუ როგორ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები. არ მგონია, რომ ნატო ჯერ ჰორიზონტზე ჩანს, მაგრამ ნატოსთან ინტერაქცია სხვადასხვა დონეზე ნამდვილად იზრდება. საჭიროა ნატოსთან მეტი თანამშრომლობა ყველა დონეზე. მაგალითად, ახლა ნატოს სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ტიპის ჩართულობა არსებობდეს ნატოსა და ამერიკის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში, როგორც ნიშანი რუსეთისთვის, რომ ამერიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვაში, თუ ეს საჭირო გახდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები