პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველომ "აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა" და "ოსეთში გენოციდი დაიწყო"
ფოტო: Kathrin Hille
მცოცავი ბორდერიზაციისა და ანტისაოკუპაციო აქციების პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი არა თავად, არამედ საქართველოა. ის ოკუპაციის საკუთარ ვერსიას ავრცელებს და ირწმუნება, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ის კიდევ უფრო შორსაც წავიდა და ოსების გენოციდში საქართველო დაადანაშაულა.
ეს განცხადებები ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან იქამდე გააკეთა, სანამ რუსთავი 2-ის ეთერში მისი გინების ფაქტს გამოეხმაურებოდა. პუტინის ვიდეოჩანაწერის ქართული თარგმანი რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ დაივიწყოს "ეს, თუ უნდათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა დაალაგოს". ვლადიმერ პუტინი ერთი ერთში იმეორებს ინ ნარატივს, რომელსაც საქართველოში პრორუსული ჯგუფები ხშირად იყენებენ ხოლმე. მაგალითად, "არანაირი საქართველო არ ყოფილა. ეს იყო თბილისის გუბერნია".
"ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს 1774 წელს, მთლიანად, სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810-ში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა. ეს იყო თბილისის გუბერნია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობა დაალაგოს", — თქვა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინს სჯერა, რომ თავდაპირველად, ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო.
"ეს საქართველოც კი არ იყო. სტალინის დროს კი შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა აფხაზეთი. სხვათა შორის ჩვენი უფლებადამცველები ამაზე ყურადღებას არასდროს ამახვილებენ. უცნაურიც კია. სტალინის ბრძანებით, ენკავედემ ბერიას ხელმძღვანელობით, ძალიან სასტიკი ზომები მიიღო აფხაზებთან მიმართებით. ახლა არც მინდა ვახსენო. იმ მიზნით, რომ საქართველოს გადაეყლაპა ეს ტერიტორია და აფხაზი ხალხიც", — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი აგვისტოს ომზეც საუბრობს და ყველაფერს ქართულ მხარეს აბრალებს. პუტინი კიდევ ერთხელ იმეორებს ბევრჯერ გამეორებულს, რომ რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, დაეცვა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობა.
"ეს მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა კი არა, უბრალოდ იგნორირება მოახდინა, როდესაც გააუქმა მთელი ავტონომია აჭარა, აფხაზეთი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა მიიყვანა აფეთქებამდე და ძმათა მკვლელ ომამდე. ყოველთვის ვარწმუნებდი სააკაშვილს და ვეუბნებოდი, მიხეილ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. არა, არავითარ შემთხვევაშიო. და რა ქნეს? წავიდნენ იქ ომით. შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა", — განაცხადა პუტინმა.
ოკუპირებული ტერიტორიები
აფხაზეთი
1918—1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთი ავტონომიის სახით იყო წარმოდგენილი, რასაც ადასტურებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა შეძლო საქართველოს სახელმწიფოს ანექსია და მის ადგილზე შექმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ პერიოდში რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილების მცდელობას, რაც მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის მონდომებით სრული კრახით დასრულდა.
1921-1991 წლებში რუსული საბჭოთა ანექსიის პირობებში აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სახით შედიოდა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1991 წელს ქართველმა ხალხმა მეორედ შეძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი ფართო ავტონომიური უფლებებით არის წარმოდგენილი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რუსულმა იმპერიულმა ძალებმა შეძლეს აფხაზეთში სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შექმნა, რომელზე დაყრდნობით რუსეთმა შეძლო 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის ინსპირირება აფხაზეთში. აღნიშნულ ომს შედეგად მოჰყვა დაახლოებით 80%-მდე მოსახლეობის (უპირატესად ქართველების, აფხაზების, რუსების და სხვების) გამოდევნა აფხაზეთიდან.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა აფხაზეთის სრული ანექსია და ფორმალურად სცნო აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სინამდვილეში ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მიტაცება, სადაც მრავალრიცხოვანი რუსული სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად რუსული იმპერიული ძალების მცდელობისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.
ოსეთი
სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით — "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა". საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმდა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე.
1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. 1992 წლიდან რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.
კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს და ადგენს მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები