საქართველოს პრეზიდენტი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სხვადასხვა ძალებს მშვიდობისკენ მოუწოდა. ამასთანავე, მან რუსეთის ფედერაციას მიმართა.
"ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით რადიკალი ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად".
ამასთანავე სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ ის მათი პრეზიდენტიცაა და მათი კეთილდღეობა მნიშვნელოვანია.
"ვიცი, ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერის, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა მიმართვით დაიწყო, რომ გვერდზე უნდა გადაიდოს პოლიტიკური გემოვნება და ემოციები და ყველამ ქვეყნის სტაბილურობაზე უნდა იზრუნოს. მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, პროვოკაციულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ზურაბიშვილმა ყველას დეესკალაციისკენ მოუწოდა.
"მინდა ყველას შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას ე.ი. მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალურ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საფრთხის ქვეშ აყენებს — პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტიაცასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო განცხადებებითა თუ ქმედებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს და საარჩევნო კოდექსი უფრო სამართლიან არჩევნებს ამზადებს:
"მოგიწოდებთ, რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინ დააყენოთ და საზოგადოების პასუხის დაელოდოთ".
გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის საპრეზიდენტო პლატფორმა ყველასთვის ღიაა, ვისაც ქვეყნის სტაბილური მომავალი სურს. სიტყვის დასასრულ პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მიმართა.
"საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყევლაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება", — აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები