ხელისუფლება ცდილობს დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა — აქცია #სირცხვილიას მანიფესტი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
სამოქალაქო პროტესტის #სირცხვილიას საორგანიზაციო ჯგუფი მანიფესტს აქვეყნებს და წერს, რომ პროტესტის მე-11 დღეს მათი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ უცვლელია.
აქციის ორგანიზატორების ცნობით, სწორედ სამართლიანი, პრინციპული და უცვლელი მოთხოვნების, პროტესტის მშვიდობიანი ხასიათისა და უკომპრომისობის დამსახურებაა, მრავალმხრივ განსხვავებული ქართული საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა.
"არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ აქციის მონაწილე, მედიასთან კომენტარის გაკეთებისას, აყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს, ამიტომ, გვინდა დავაზუსტოთ და განვმარტოთ: საპროტესტო აქცია არ ცვლის საკუთარ მოთხოვნებს. მას შემდეგ რაც გიორგი გახარია თანამდებობებს დატოვებს, საპროტესტო აქცია დასრულდება. ეს იყო პირობა, რომელიც აქციის დასაწყისში დავაყენეთ და მის შეცვლას არ ვაპირებთ. მოთხოვნებს არ დაემატება ახალი პუნქტები", — ნათქვამია განცხადებაში.
მანიფესტში წერია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის დამცირებაში ოკუპანტის პარტნიორი და შემდეგ საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება, თავსაც იტყუებს, როდესაც ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი არ ან აღარ აქვს. მათ ყოველდღე უწევთ ისეთი რამის აღიარება, რასაც უარყოფდნენ წინა დღეს და "ისინი ყოველდღე უფრო და უფრო იმძიმებენ პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისადაც იხდიან და გადაიხდიან დიდ პოლიტიკურ ფასს".
ორგანიზატორები წერენ, რომ მთელ ქვეყანას, ჰაერივით სჭირდება პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა — შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ღირს.
"რაც უნდა გახდეს, წინაპირობა იმისა, რომ 20 ივნისი იყოს ბოლო სისხლიანი თარიღი ჩვენს ისტორიაში! სანამ გამოძიება დასრულდება, არსებობის უფლება აქვს ორ ვერსიას:
- ერთი, გახარია იყო სასტიკი ანგარიშსწორების ინიციატორი და ამ შემთხვევაში, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.
- ან მეორე, გახარია არის უუნარო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერ აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ ძალებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებს მათ მიერ მოწყობილი ყოვლად გაუმართლებელი და სრულიად დამთრგუნავი ძალადობის აღკვეთას.
მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით მძიმე შედეგების ჩათვლით ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ მთელი ღამის განმავლობაში ყველასათვის მყისიერად ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო იყო", — ნათქვამია განცხადებაში.
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროტესტის #სირცხვილიას საორგანიზაციო ჯგუფი, აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. ამის ფონზე, ისინი ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ აქციები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.
"აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობაა
და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაკმაყოფილდეს!
ველოდებით გახარიას გადადგომას!
რის შემდეგაც, ჩვენი აქცია - დასრულდება".
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
კომენტარები