ომბუდსმენის ცნობით, უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით მიმდინარეობს
ფოტო: სახალხო დამცველი
მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატია. ქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ პირველ ფარულ კენჭისყრას ხარვეზები აქვს. მისივე თქმით, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსამართლეების სიის დამტკიცების მაღალი სტანდარტებით წარმართვას.
სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.
ფარული კენჭისყრა
სახალხო დამცველის ცნობით, საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატები თითოეულ ეტაპზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ.
"პირველი ფარული კენჭისყრისათვის კანონში ამის უზრუნველსაყოფად რაიმე მექანიზმი არ ჩადებულა, თუმცა მიეთითა, რომ საბჭო ამ პროცესს წარმართავს მის მიერ განსაზღვრული პროცედურით. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ არ განსაზღვრულა რაიმე ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების შერჩევას ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით", — აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე განცხადები, აღნიშნული ვითარება ქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი ხდება პროცედურას გამოეთიშოს კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფარულ კენჭისყრას ითვალისწინებს, არ მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც პრობლემურად შეფასდა, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და სახალხო დამცველის მიერ.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა პირველმა ფარულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს სისუსტეს და გამოავლინა, თუ რა გამოწვევებია პრაქტიკაში", — ამბობს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი განმარტავს:
"20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:
- გამოვლინდა 4 ბიულეტენი,3 სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;
- გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი,4 სადაც ჯამში 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);
- გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი,5 სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;
- გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი,6 სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.
- მოცემული 10 ბიულეტენის ჯამში 5 ხმა მიიღო 30-მა კანდიდატმა, 4 ხმა - 5-მა კანდიდატმა,
- ხოლო 3 ხმა - 10-მა კანდიდატმა (სულ 45 კანდიდატი). ყველა მათგანი გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არც ერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
"ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული ყველა განცხადებისა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. საბჭომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების საფუძვლით.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ზღუდავს იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის მონიტორინგისა და მის მიმართ ნდობის გაჩენისათვის.
"საბჭოს უარი არათუ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ დადგენილ გამჭვირვალობის სტანდარტს, არამედ მანამდე მოქმედ სტანდარტსაც არ პასუხობს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს", — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საბჭო კანდიდატებს თითოეულ ეტაპზე ფარული კენჭისყრით შეარჩევს, გადაწყვეტილებები კი დაუსაბუთებელია, ისედაც მცირე შესაძლებლობა რჩება პროცესებზე დასაკვირვებლად.
"ამ პირობებში კანდიდატების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვა კი საერთოდ შეუძლებელს ხდის დაკვირვებას და პროცესებს სრულიად დახურულს ტოვებს", — ამბობს ომბუდსმენი.
2019 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გასცეს პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია — შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა თითოეულ ეტაპზე განახორციელოს სამართლიანად, უმაღლესი სტანდარტის დაცვით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები