მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩატარების ნებართვას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩატარების ნებართვა ირაკლი კობახიძემ გასცა. On.ge-ს წყარომ მიაწოდა დოკუმენტები, რომელშიც ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა სამუშაო გეგმას ასამბლეის ჩასატარებლად. ამავე დოკუმენტში წერია, რომ "საერთო პასუხისმგებლობა" ღონისძიების ჩატარებაზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქაძეს დაეკისრა.
გეგმის მიხედვით, ქართულმა მხარემ უზრუნველყო ასამბლეის წევრების დახვედრა, ტრანსპორტირება, მათთვის სამსახსოვრო საჩუქრები, ყავა და ჩაი პარლამენტის სასადილოში, რუსულ-ქართულენოვანი სინქრონული თარგმანი, ჩურჩხელის ამოვლებისა და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასი და სხვა აქტივობები. დოკუმენტის მიხედვით, ღონისძების ხარჯები პარლამენტმა დაფარა.
პარლამენტში ასამბლეის ჩატარებას პროტესტი მოყვა, რადგან მას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. ოპოზიციური პარტიების კრიტიკის გარდა, მთავრობა და თავად ღონისძიების ორგანიზატორი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტიც გახდა.
მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მათ ამ ღონისძიებაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის დაჯდომა შეთანხმებული არ იყო. მისი თქმით, ეს იმდენად მიუღებელი მოვლენა იყო, რომ ამის გამო სესია პარლამენტში ვეღარ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მან განაცხადა, რომ სავარძელზე გავრილოვის დაჯდომის შესახებ როგორც კი გაიგო, მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება.
მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა უკვე ერთი წელია იგეგმება. რუსი დეპუტატების ჩამოსვლის შესახებ კი ინფორმაცია ევროპულმა საქართველომ 3 დღის წინ გაავრცელა.
აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სესიის სხვაგან გადატანა გამოსავალი არ არის. ისინი მოითხოვენ, გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა დატოვოს ქვეყანა. ასევე, მოითხოვენ დადგეს ირაკლი კობახიძს პასუხისმგებლობის საკითხი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები