ეს საკითხი პრობლემა არაა, გაზვიადებული და თავსმოხვეულია — პრემიერი თბილისი პრაიდის ჩატარებაზე
ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული და ის, რომ რომელიმე ჯგუფს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება, ხელოვნურად თავსმოხვეული საკითხია. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისი პრაიდის გამართვასთან დაკავშირებულ კითხვას და მთავრობის კანცელარიასთან 14 ივნისს მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც ჰომოფობიური ორგანიზაციები ლგბტ თემის წევრებს დაუპირისპირდნენ.
"მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური. საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა და თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველოში სხვა მთავარი პრობლემებია: სიღარიბე და ოკუპაცია.
"პრობლემები და გამოწვევა, რაც არის ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს, მთელ საზოგადოებაში ვიყოთ ამ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება", — განაცხადა ბახტაძემ.
14 ივნისის აქცია და კონტრაქცია
"ნამდვილ კაცთა" კრებას წინ უძღოდა კანცელარიასთან გამართული აქცია და კონტრაქცია, როცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა უფლება არ მისცეს თბილისი პრაიდის ორანიზატორებს წინასწარ დაგეგმილი აქცია ჩაეტრებინათ. კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.
პოლიციამ კონტრაქციის წევრების დაკავება ერთი საათის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, მათ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ კონტრაქციის მონაწილემ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გასცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".
ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიმახსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი.
ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ, თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს, რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრიეთ", "მოკალით". პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა,დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.
სულ კონტრაქციაზე 28 პირი დააკავეს. მათგან 21 იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 კი პატიმრობაში დატოვეს. მათგან სამს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სახელმწიფოს მოუწოდეს პრაიდი არ დაუშვას. აქტივისტები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მათ აქციის გამართვა კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები