შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია სავალდებულო ხდება — რა წერია შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტში
ფოტო: Shpock
შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილება და ტრანსპორტირება, პატრონთა ვალდებულებები, ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, მოკვდინებისა და კომერციული მოშენების პირობები კანონის დონეზე დარეგულირდება.
შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია:
- შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა;
- ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა;
- შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
ცვლილებები არ გავრცელდება შინაურ ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.
შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის ხელშეწყობა
კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ქცევით ნორმებს.
კანონის დონეზე მოწესრიგდება ცხოველისთვის აუცილებელი საჭიროებები მათ შორის სათანადო კვება, უსაფრთხო გარემო, გასეირნება და ფიზიკური აქტივობით დატვირთვა, დროული ვეტერინარული მომსახურება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობა.
შინაური ცხოველების მეპატრონის ვალდებულებები
კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულები იქნება მოუაროს მის საკუთრებაში არსებულ შინაურ ცხოველს ან გაასხვისოს. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლება თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად შინაური ბინადარი ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული, შესასვლელთან ექნება გამაფრთხილებელი წარწერა.
კანონპროექტით, დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება ან ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით. დაუშვებელია შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება.
ამავე კანონპროექტით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აეკრძალება საკუთრებაში, კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი ან ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს;
ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ბინაში აიკრძალება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება აღმოფხვრას საკუთრებაში არსებული ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანი (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური).
შინაური ცხოველების გასეირნება
შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნება (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) დასაშვები იქნება საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ უსაფრთხოებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა ალიკაპი, საბმელი ან მოკლე საბმელი.
მეპატრონე ვალდებული იქნება დაასუფთავოს საზოგადოებრივი სივრცე ძაღლის მიერ დაბინძურების შემთხვევაში.
შინაური ცხოველების ტრანსპორტირება
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვებია, თუ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მაგალითად, საბმელი, ალიკაპი ან სპეციალური გადასაყვანი ყუთი.
შინაური ცხოველების ჯანმრთელობა
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება ყოველწლიურად შეამოწმოს ცხოველი და ჩაუტაროს იმუნიზაცია.
ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებული იქნება შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს და უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება და წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ვეტერინარული პასპორტი.
კანონპროექტით აიკრძალება ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით შინაური ბინადარი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:
- კუდის კუპირება;
- ყურების კუპირება;
- სმენის დაქვეითება;
- კბილებისა და ეშვების ამოღება;
- კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
- ხმის იოგების გადაჭრა.
შინაურ ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისგან
კანონპროექტით, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად შეიძლება ჩაითვალოს:
- შინაური ბინადარი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
- შინაურ ბინადარ ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
- საჭიროების შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
- შინაურ ბინადარ ცხოველებზე ანესთეზიის და ანალგეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები;
- ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა;
- შინაური ბინადარი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურებრივი წვრთნის შემთხვევებისა;
- შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც შინაურ ბინადარ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა;
- ზოოფილური აქტები შინაურ ბინადარ ცხოველებთან;
- შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა;
- სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ტანჯვას.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის მოკვდინებისას აუცილებელია ჰუმანური მეთოდების გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება ჩაითვლება მისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობად.
უპატრონო შინაური ცხოველების დაჭერა
კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსების შესაძლებლობას და ადგენს თავშესაფრებში საჭირო პირობების აუცილებლობას. კერძოდ, დარეგულირდება უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელი წინაპირობები და საჭიროების შემთხვევაში, მათი თავშესაფრებში განთავსების შესაძლებლობა შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია
კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების პირველადი რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, ყოველწლიური საკონტროლო რეგისტრაცია და დროებითი რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია სპეციალური სხვადასხვა უსაფრთხო საშუალებებით, მათ შორის მიკროჩიპი, სვირინგი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდი, საყელური და სხვა.
ასევე სიახლე ის, რომ შეიქმნება შინაური ბინადარი ცხოველების ერთიანი რეესტრი. რეესტრის შექმნის მიზანია შინაური ცხოველების რაოდენობის დადგენა, გადამდები-ვირუსული დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველთა მიტოვების პრევენცია.
ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვა
კანონპროექტით, დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა.
აკრძალულია თუ პირი:
- ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;
- შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;
- ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;
- საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;
- წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;
- იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა- ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;
- შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.
პირის პასუხისმგებლობას შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვისა და კეთილდეობისათვის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსი.
პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციული კოდექსით, შინაური ცხოველის ყოლის წესებისა და არაკეთილსაიმედო გარემოს წესების დარღვევის შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებით.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება შემდეგი დარღვევებისთვის:
- შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
- შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
- შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით;
- ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
- გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პროექტით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება შემდეგი ქმედებები:
- შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვეტერინარის დანიშნულების გარეშე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე;
- ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
- ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები