მოსამართლეთა არჩევის წესზე ცვლილებები არადამაჯერებელია ღირსეული კადრებისთვის — კოალიცია
ფოტო: everything possible / Shutterstock
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესზე კანონის მიღებაზე შემაჯამებელ მოსაზრებებს ავრცელებს. კოალიციის განცხადებით, ქართული ოცნების კანონპროექტის ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე და კრიტიკული დასკვნების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამასთან, კოალიცია არასაკმარისად მიიჩნევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
კოალიციას მიაჩნია, რომ მიღებული ცვლილებები ვერ ქმნის დამაჯერებლობას სასამართლო სისტემის გარეთ მყოფი ღირსეული კადრებისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი სამართლიან და ობიექტურ პროცესს იხილავენ. კანონპროექტის ავტორებმა რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს. არასამთავრობოების მოსაზრებით, კვლავ აქტუალურია ისეთი რეკომენდაციები, როგორებიცაა:
- კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
- კანდიდატთა წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება გამორიცხავს გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს შეიცავს;
- საყურადღებოა პირველი ფარული კენჭისყრა, როდესაც ე.წ. გრძელი სიიდან ხდება კანდიდატთა პირველი გადარჩევა მხოლოდ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე;
- ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა;
- საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს, იმ შემთხევაში, როცა თავად არის კანდიდატი, კვლავ რჩება აღნიშნულ პროცესში საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება;
- კონკურენტის შესახებ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, წვდომის შესაძლებლობა;
- არამოსამართლე წევრთა ადექვატური ჩართულობის უზრუნველყოფა კანდიდატთა ნომინირების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას;
- საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისათვის საჭიროა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობა, რაც მოსამართლე წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით, მხოლოდ 2 არამოსამართლე წევრის თანხმობას საჭიროებს, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს, თუმცა საკანონმდებლო დონეზე არ არის დაკონკრეტებული ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
იმისათვის, რათა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს მაღალი სტატუსის შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების მქონე კანდიდატებმა დაიკავონ, მნიშნელოვანია:
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესარჩევი კონკურსი წარმართოს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების სრული დაცვით;
- პარლამენტის ყველა წევრმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში აკისრიათ და მხარი დაუჭირონ მხოლოდ ღირსეულ კანდიდატებს;
- საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროცესის დასაწყისშივე გაკეთდეს განაცხადი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მოხდება მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის გზით;
- მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობების 50%-ზე მეტი არ შეავსოს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები