ოქმი, რომელსაც რუსთავი 2-ის მეწილე ასაჩივრებს, ხანდაზმულია — მშვენიერაძე
ფოტო: ნიკა ურუშაძე / რუსთავი 2
იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პარტნიორთა კრების ოქმს, რომლის გაბათილებასაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ითხოვს, გასაჩივრების ვადა გასული აქვს.
სარჩელის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მართვის ორგანოს — პარტნიორთა კრების 2015 წლის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ "ამ ოქმის გასაჩივრებით უნდა დადგინდეს პარტნიორების: გიორგი ყარამანიშვილის, ლევან ყარამანიშვილის და შპს საქართველოს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხე პარტნიორთა არამართლზომიერი უარი ნინო ნიჟარაძის მხრიდან წყლის გასხვისებაზე".
იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აღნიშნული ოქმი შედგენიდან ორ თვეში უნდა გასაჩივრებულიყო.
"როგორც ვიცი, თავის დროზე ამ ოქმთან დაკავშირებით სარჩელი წარდგენილი იყო, მაგრამ 2017 წლის დეკემბერში სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგანაც მხარემ გამოიხმო. ჩემი ინფორმაციით, ამის შემდგომ ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა იანვარში. ხელახლა სარჩელის შეტანის უფლების ხანდაზმულობის ვადაც გასულია. ამიტომ ახლა მხარემ ვეღარ უნდა მოახერხოს ამ ოქმის გასაჩივრება იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია", — განუცხადა On.ge-ს გიორგი მშვენიერაძემ.
ის აცხადებს, რომ თუ მხარე ოქმს გაასაჩივრებს ვადის დაცვით და გამოიხმობს სარჩელს, მაშინ ჩერდება ხანდაზმულობის ვადა იქამდე, სანამ გასაჩივრებულია.
"გამოხმობიდან კვლავ შეგიძლია მიმართო სარჩელით ოღონდ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამოქალაქო კოდექსის ექვს თვეს ან დადგენილ უფრო ნაკლებ ვადას. აქ იყო ორი თვის ვადა და ეს ვადაც იყო გასული. ამიტომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დოკუმენტებით, რაც გვაქვს, პარტნიორთა კრების გასაჩივრება, თუნდაც უკანონობის მოტივით არის ხანდაზმული", — განაცხადა მშვენიერაძემ.
კითხვაზე, გასული აქვს თუ არა ხანდაზმულობის ვადა რუსთავი 2-სა და შპს ინტერ მედიას შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ასევე ასაჩივრებს ნინო ნიჟარაძე. მშვენიერაძის ცნობით, ისინი სარჩელს ეცნობიან და ჯერ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს.
რუსთავი 2-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის თქმით, სამართლებრივ დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც შესაგებელს დაწერენ.
ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა. გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.
გვარამია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და ეს სარჩელი კონკრეტულად მას, ამ ყველაფრის გარანტს ეხება. გვარამია ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება, რაც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა.
ამავე თემაზე:
- მორიგი დავა თავისუფალ მედიაგარემოს საფრთხეს უქმნის — NGO-ები რუსთავი 2-ის საქმეზე
- რუსთავი 2-თან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა — სოფო კილაძე
- მაია ცქიტიშვილის მტკიცებით, რ2-ზე არანაირი შეტევა არაა და გამოხატვის შეუზღუდავი საშუალება აქვთ
- ახალი დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ — შეფასებები
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები