იულია სუსლიაკი: თავიდანვე მოვითხოვე, რომ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან დაეცვათ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი ითხოვს, რომ მისი შვილები "ჟურნალისტების ჩარევისგან დაიცვან". ბრალდებულის კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. სხდომა მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა.
"მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით", — განაცხადა იულია სუსლიაკმა.
აღმკვეთი ღონისძიების სხდომის დახურვა საქმეში არსებული პერსონალური ინფორმაციის გამო პროკურორმა მოითხოვა და ადვოკატიც დაეთანხმა.
ბრალდების მხარე ითხოვს, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით იულია სუსლიაკის პატიმრობა შეეფაროს, დაცვის მხარე კი მის გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატის ცნობით, საქმეში ტრეფიკინგის მტკიცებულებები არ არის.
იულია სუსლიაკი, რომელიიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი შვილია დღეს, 26 აპრილს დააკავეს. შსს-ს მის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული. ამ ეტაპისთვის ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი.
უწყების განმარტებით, სუსლიაკი ბავშვებთან ერთად თბილისში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთში ქმართან გადასვლას აპირებდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, ხოლო სამი 2018-ში, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს. მისი საქმით კი გამოძიება მას მერე დაინტერესდა, რაც ბავშვები ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითონ ქალი ამბობს, რომ ოთხი შვილი მან გააჩინა, ხოლო ექვსი — სუროგატმა.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ სუსლიაკმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი გადაიყვანა, ხოლო საქართველოში 10 ბავშვი შემოიყვანა. შსს დაკარგულ ბავშვს ინტერპოლით ეძებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბავშვი პირად საუბარში ყვება, რომ იულია სუსლიაკი დედამისი არაა და სიკვდილის შიში აქვს, ხოლო ერთი ბავშვი აშშ-ს მოქალაქეა.
გაიგე მეტი: რა ვიცით ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები