"მეტი დეველოპმენტის"ორგანიზებით მასტერკლასი "ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები" ჩატარდა
სამშენებლო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მზარდი სფეროა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. განაშენიანებამ ურბანიზაციის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, შესაბამისად, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ტერიტორიები შედარებით განვითარდა და დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა.
მიუხედავად ამ პოზიტიური ფაქტორებისა, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის ხარისხსა და მდგრადობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა არსებობს. ბოლო რამდენიმე წელია, დეველოპერული კომპანიები აქტიურად აღნიშნავენ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსები სეისმურად მდგრადია, აქვს კარგი ხედი, რეკრეაციული ზონა და საპარკინგე ადგილი. ეს ყველაფერი მომხმარებლების მოთხოვნამ განაპირობა, რომელიც წლიდან წლამდე მკაცრდება და იზრდება.
განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია უცხოური მაგალითების გათვალისწინება. ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა ეს პროცესი უკვე გაიარეს, ახლა კი ჩვენი დროც დადგა. იმისთვის, რომ განვითარების პროცესში ნაკლები შეცდომა დავუშვათ და ჩვენი უსაფრთხოებისთვის უფრო მდგრადი და ენეგოეფექტური საცხოვრებელი სივრცეები შევქმნათ, "მეტი დეველოპმენტმა" ახალი პროექტი დაიწყო.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამშენებლო საქმიანობაში პროფესიონალური მიდგომა ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა, ამიტომ ტექნოლოგიებისა და მიდგომების დახვეწასთან ერთად, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს უნდა დავეწიოთ.
ამის გათვალისწინებით, "მეტი დეველოპმენტის" სპეციალური მოწვევით თბილისს ინჟინერ-კონცეპტოლოგები ესტრუმრნენ. უცხოელმა ექსპერტებმა არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და კომპანიის თანამშრომლებს მასტერკლასი ჩაუტარეს. მასტერკლასის თემა "ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები" იყო.
ნიდერლანდებში, განასა და ინდონეზიაში დასრულებული წარმატებული სამშენებლო პროექტების შემდეგ, არქიტექტორმა ემილია ვან ეგმონდმა საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა კომპანიებისთვისაც გადაწყვიტა. ამავდროულად, არქიტექტორი "დელფის ტექნიკურ უნივერსიტეტში" კვლევით საქმიანობას ეწევა. მან ქართულ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ის ძირითადი მახასიათებლები, რაც მდგრად და ხარისხიან ნაგებობას უნდა ჰქონდეს.
"მინდა, სტუდენტებს ვუთხრა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან არამდგრად სამყაროში. მშენებლობის არამდგრადობა გამოიხატება იმაში, რომ მშენებლობის პროცესში წარმოიქმნება ბევრი ნარჩენი, რომელიც განახლებადი და გადამუშავებადი არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტორებსა და მშენებლებს შორის შეთანხმებული მუშაობა, რათა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათალისწინება და მათ მიიღონ სასურველი შედეგი", - აღნიშნა არქირექტორმა.
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო გამოცდილმა და მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა ბერენდ ვან ეგმონდმაც. მან აუდიტორიას პრეზენტაციის სახით სხვადასხვა შენობების მაგალითები წარუდგინა და დაახასიათა, როგორი უნდა იყოს ხარისხიანი, მდგრადი და მომხმარებლისთვის სასურველი ნაგებობა. ამასთანავე, მან საოფისე ფართების თანამედროვე ტენდენციებზეც ისაუბრა.
"ჩამოვედი იმისათვის, რომ სხვა არქიტექტორებს ვუთხრა, როგორ შექმნან უფრო მოქნილი შენობები. ჩვენ ვისაუბრეთ საცხოვრებელ ფართებზე და ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტორებს, რომელიც მოქნილი და მდგრადი საცხოვრებელი სივრცის სრულყოფილებას განაპირობებს. როცა საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჰოლანდიისას ვადარებ, ვხვდები, რომ აქ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - აღნიშნა ბერენდ ვან ეგმონდმა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ განაცხადა, დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება.
"მეტი დეველოპმენტმა გადაწყვიტა, ნიდერლანდებიდან მოეწვია მაღალი კლასის ექსპერტები, რომლებიც ჩვენი პროექტების სივრცის დაგეგმარებაში გვეხმარებიან. ისინი გვიწევენ კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ შენობების შიდა და გარე მხარე, გვაწვდიან ინფორმაციას ახალ, ნოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც თითოეული მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გვაქვს პატივი, მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია ჩვენს ქართველ სტუდენტებს გავუზიაროთ, რომლებიც დამწყები არქიტექტორები არიან. მათთვის ეს ჩვენი კომპანიის ერთგვარი საჩუქარია. მომავალში დაგეგმილი გვაქვს, წელიწადში ერთხელ დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის საკონკურსო ჯილდოს დაწესება. ამ პროექტის შესახებ 1 მაისს განთავსდება ინფორმაცია ჩვენი კომპანიის ვებგვერზე ", -აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასზე არქიტექტორებმა და სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მშენებლობის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების, ინოვაციური მასალების, ენერგოეფექტურობისა და კომფურტულად დაგეგმარებისა და ე.წ ჭკვიანი შენობის კონცეფციაზე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები