კანონშემოქმედებით პროცესში ომბუდსმენის მონაწილეობას რეგლამენტი არ ითვალისწინებს — კობახიძე
ფოტო: სააქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნინო ლომჯარიას პასუხობს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.
"ეს არის შეუძლებელი. კარგად იცით, რეგლამენტი როგორ არის გაწერილი. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მომხსენებელი, რომელიც უნდა იყოს დეპუტატი, ამ შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებელი, ასევე დეპუტატი. სახალხო დამცველის მონაწილეობას არანაირი ფორმით არ ითვალისწინებს რეგლამენტი, რაც ბუნებრივია სწორია", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბრისას.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ირაკლი კობახიძეს უპასუხა და განმარტა, რომ ის კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვას არ ითხოვს, მას სურს აღსრულდეს რეგლამენტის 154-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველს აქვს უფლება პარლამენტის სესიაზე მიმართოს დეპუტატებს. მისი აზრით, კანონპროექტის მიღების შემდეგ მიმართვა აზრს დაკარგავს.
"რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ მიმართვის შესაძლებლობა სახალხო დამცველს მიეცეს, სანამ პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს, რადგან მიმართვის თემატიკა შეეხება სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესსა და იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რაც წარმოდგენილ კანონპროექტს ახასიათებს", — თქვა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ომბუდსმენი გამოიყენებს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ კომპეტენციას.
საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის დასკვნამდე, მეორე მოსმენით განიხილავენ უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს. მიუხედავად არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მოწოდებისა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომიტეტო მოსმენა დღეს გამართოს. ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები