ირმა ნადირაშვილი: მთავრობა ერთი ხელით მემორანდუმს გვთავაზობს, მეორე ხელით ველურად იქცევა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედია მდივან ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატსა და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ნადირაშვილის თქმით, ინციდენტი ამჯერად გორში მოხდა.
"ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს და თითქოს სურს, არჩევნები ჩატარდეს ცივილიზებულად, მაგრამ მეორე ხელით იქცევა სრულიად ველურად. გორში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ".
ნადირაშვილი ქართულ ოცნებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს დაახვედრა ე.წ. ზონდერები:
"კონკრეტულად, დაახვედრა მოჭიდავეები და სპირტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში და მას დავალებული აქვს ამ ზონის კონტროლი. მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით ისინი ცდილობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ შეეშვათ სოფელში და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას".
გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ მოუწოდა მხარდამჭერებს, არ ჩაებან კონფლიქტებში, ხოლო შსს-მ განაცხადა, რომ ინციდენტში ცივი იარაღი არ ფიგურირებდა.
15 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სუბიექტებს შესთავაზეს, შეუერთდნენ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს იმისთვის, რომ არჩევნები კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები