EMC პოლიციელების მხრიდან მუსლიმებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ფოტო: On.ge
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014 წელს სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.
განაცხადში EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. EMC ამტკიცებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლები.
2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა. საქმეში განმცხადებლებს წარმოადგენს ის ოთხი პირი, რომელთა მიმართ პოლიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.
მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
განმცხადებლების მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებები გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, 14 დაკავებული პირის გარდა, 13 ნეიტრალური პირის ახსნა-განმარტებით; განმცხადებლების ფიზიკური დაზიანებების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციით; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ სპეციალურად ჩატარებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოკვლევის ექსპერტული დასკვნებით.
მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის დარღვევის კონტექსტში განმცხადებლები სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე დავობენ. პოლიციის მიერ ქართველი მუსლიმების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც რელიგიური ნიშნით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებში გამოიხატა, მათ მიერ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებს და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებს.
განაცხადში მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში განმცხადებლები დეტალურად განიხილავენ გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს და მის არაეფექტურობაზე საუბრობენ.
პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული.
პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ეს გარემოება განმცხადებლებს სრულად ართმევთ გამოძიების პროცესის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობას. საქმეში პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან პროკურატურა სრულიად უგულებელყოფს პოლიციის ქმედებებში სიძულვილის მოტივის არსებობის შესახებ შექმნილ გონივრულ ვარაუდს. მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევით მოქმედი კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობის საგამოძიებო ღონისძიება და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის მოტივი და შემდგომი არაეფექტური გამოძიება მე-3 მუხლის გარდა, კონვენციის მე-14 მუხლის, კერძოდ სახელმწიფოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევაზეც მიანიშნებს.
განაცხადში, მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის გარდა, EMC უთითებს, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ და არასეკულარულ პოლიტიკაზე. ამ კუთხით ორგანიზაცია უთითებს ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის,) კრიტიკულ შეფასებებზე. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის უფლების შეზღუდვის ფაქტზე ზემოთ მითითებულ საქმეებზე არც ერთ პირს ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და მიმდინარე კონფლიქტები, მუსლიმების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ფაქტობრივად კონსერვირდა.
EMC სასამართლოს საქმის გარშემო არსებულ ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების რელიგიური და სხვა უფლებების დაცვისთვის.
EMC საქმეს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები