თიბისიზე კიბერთავდასხმა რუსთაველის 12-დან მოხდა — TV პირველი ხაზარაძის წერილებს ასაჯაროებს
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
TV პირველმა ოთხი წერილი გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას გაუგზავნა. წერილებში აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმა თბილისიდან, რუსთაველის 12-დან მოხდა.
წერილებში ჯერ ბანკის თანამშრომელი და შემდეგ მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას კიბერთავდასხმაზე აწვდიან ინფორმაციას.
"2018 წლის 16 ივლისს სს თიბისი ბანკის თანამშრომლებმა სამსახურებრივ ელ. ფოსტაზე მიიღეს წერილები, რომლებიც შეიცავდა ე.წ. ვირუსს. წერილი გამოგზავნილი იქნა ელ. ფოსტის მისამართიდან [email protected]. Subject ველში მითითებულია შემდეგი სათაურები: (1) "შემოსავლების სამსახურის შეტყობინება" და (2) "ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე". გამოგზავნილ მეილებზე მიბმული იყო ფაილები დასახელებით: Rs.ge, doc, CV.doc. ორივე ფაილი შეიცავდა მავნე VB კოდს, რომელიც უკავშირდებოდა დაშორებულ სერვერს, საიდანაც ცდილობს ვირუსი გადმოწერას", — ვკითხულობთ წერილში.
17 ივლისით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ვირუსს "დაინფიცირებული" კომპიუტერის მართვა შეუძლია.
წერილში საკონტაქტო პირად მითითებულმა ადამიანმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ ბანკში IT-დეპარტამენტის სპეციალისტია. გამოძიებასთან დაკავშირებულ არც ერთ კითხვას მან არ უპასუხა.
პირველი წერილი შსს-ში თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ეგუტიამ გაგზავნა, ხოლო დანარჩენ სამს მამუკა ხაზარაძე აწერს ხელს.
წინა წერილის მსგავსად 15 აგვისტოს წერილშიც აღნიშნულია, რომ ე.წ. მავნე სერვერის IP მისამართი სილქნეტთან არის კავშირში. გარდა ამის ნათქვამია, რომ მისამართი ეკუთვნის შპს გრევითის, რომელიც თბილისში, რუსთაველის 12-ში მდებარეობს. დოკუმენტის მიხედვით, გრევითის სოციალურ ქსელში არაერთი ყალბი ანგარიში აქვს.
რუსთაველის 12-ში არსებულ ე.წ. ტროლების ფაბრიკასთან დაკავშირებით რუსთავი 2-მა 9 მარტს ისაუბრა. სიუჟეტის საპასუხო განცხადებაში სილქნეტმა აღნიშნა, რომ შენობაში სილქნეტის აპარატურა განთავსებული არაა.
გამოძიებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის On.ge სილქნეტს დაუკავშირდა და მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპისთვის ვერაფერს გვეტყოდნენ.
ბოლო წერილებში მამუკა ხაზარაძე სთხოვს შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რომ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. გარდა ამისა ის აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.
მამუკა ხაზარაძემ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. მან მაშინაც განაცხადა, რომ ბანკის თანამშრომლებმა მიაგნეს ზუსტ მისამართსა და ოთახს, საიდანაც ეს შეტევა განხორციელდა. მისივე თქმით, ეს ოფისი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და სავარაუდოდ, ის სივრცეა, საიდანაც ბოტები იმართებიან.
სამთავრობო ტროლები ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმეს ფულის გათეთრების მუხლით იძიებდა ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მადესკრიტიდირებელი პოსტები გამოჩნდა. ფეისბუქტროლები სხვადასხვა გვერდზე და ჯგუფებში ერთი და იმავე ფოტოებს პოსტავდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევის მიხედვით, ეს გვერდები წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდნენ პოსტებს.
ტროლები ხელახლა გააქტიურდნენ, მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა. მედიის განვითარების ფონდმა კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში სომხეთის მოქალაქის ფოტოებს იყენებდა. ის მართავდა რამდენიმე ფეისბუქგვერდს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს ატარებს და ხაზარაძის გარდა ოპოზიციის დისკრედიტაციასაც ეწევა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა


კომენტარები