საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში: რა უნდა ვიცოდეთ კანდიდატების შესახებ
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ JAMnews-ზე.
24 თებერვალს მოლდოვა უკვე მეათედ ახალ პარლამენტს აირჩევს. თუმცა, ეს არჩევნები წინანდელს არ ჰგავს. მოლდოვური გაზეთი Ziarul de Gardă მოგვითხრობს, რა სიახლეებია ამ არჩევნებზე და რითი შეიძლება დასრულდეს ის ქვეყანაში, რომელშიც დემოკრატიის დონე დაცემას განაგრძობს.
შერეული სისტემა და ადმინისტრაციული რესურსი
გასულ წელს მოლდოვა არჩევნების პროპორციული სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატების ნახევარი პროპორციული, ნახევარი კი — მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. ხელისუფლება ამ სისტემის შემოღებას რამდენიმე წელი ცდილობდა. ამ არჩევნებზე მას პირველად გამოიყენებენ — ოპოზიციის პროტესტისა და ევროპის აღშფოთების მიუხედავად.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მაჟორიტარულ ოლქებში ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს და ამომრჩეველთა მოსყიდვის მეთოდებს მიმართავს.
ბარემ რეფერენდუმიც, კონსტიტუციისთვის გვერდის ასავლელად
კიდევ ერთი სიახლე, რაც მოლდოველ ამომრჩეველს 24 თებერვალს საარჩევნო უბნებზე ელოდება, რეფერენდუმია. ამ საკითხშიც მთავრობა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წავიდა. ამომრჩეველმა ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: "მხარს უჭერთ თუ არა დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას 101-დან 61-მდე?"; და "მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხალხს შეუძლია უკან გაიწვიოს (გადააყენოს) დეპუტატი, თუ ის საკუთარ დაპირებებს სათანადოდ ვერ ასრულებს"?
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტი რისკის შემცველი მეორე კითხვაა — არჩეული დეპუტატის გადაყენება მოლდოვის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, გაუგებარია, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების გაწვევა ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს.
ვინ არიან მთავარი მონაწილეები
წინასაარჩევნო კამპანიაში სამი მთავარი ძალა მონაწილეობს: ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის მმართველი დემოკრატიული პარტია, სოციალისტები — მოლდოვას პრორუსი პრეზიდენტის მომხრეები; ასევე პროევროპული ოპოზიცია, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვს.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სოციალისტურ პარტიას აქვს — მას მხარს გამოკითხულთა 39 პროცენტი უჭერს. მოლდოვის პრეზიდენტი და პარტიის დე ფაქტო ლიდერი იგორ დოდონი საკუთარ თავს "პრომოლდოველ და არა პრორუს პოლიტიკოსს" უწოდებს, თუმცა საკუთარ ღირსებად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მეგობრობას მიიჩნევს.
თუმცა, ის მოლდოველი პოლიტიკოსებიც, რომლებიც კრემლის ინტერესებს ღიად იზიარებენ, თავიანთ განცხადებებში როგორც წესი თავს არიდებენ ისეთ გამონათქვამებს, რაც ევროინტეგრაციის მიმართ მათ ერთგულებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ბოლო წლებში მოლდოვური სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ექსპორტის ძირითადი მიმართულება ევროპა გახდა და ბაზარზე მოპოვებული პოზიციის დაკარგვას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
დემოკრატიულ პარტიას ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის მეთაურობით მხარს ამომრჩეველთა 14 პროცენტამდე უჭერს; ამ პარტიის პროგრამა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს, ოღონდ — არა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე.
ამომრჩევლის მხარდაჭერის მიხედვით მესამე გავლენიანი ძალა პროევროპული ოპოზიციის ბლოკია. ამ გაერთიანების სახელია ACUM, რაც რუმინულად "ახლა"-ს ნიშნავს. ბლოკში შედიან პარტია "მოქმედება და სოლიდარობა" (რომელსაც ამომრჩეველთა 13 პროცენტი უჭერს მხარს) და პლატფორმა "ღირსება და სიმართლე" (9 პროცენტი). ოპოზიციის ასეთ გაერთიანებას, დამკვირვებლების აზრით, შესაძლოა, დემოკრატიული პარტიის და სოციალისტების ერთ კოალიციაში გაერთიანება მოჰყვეს. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი კოალიცია არ შექმნილა.
საჩუქრები, კონცერტები და სხვა წინასაარჩევნო ტექნოლოგიები
კანდიდატები ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეში კვლავაც ტრადიციულ საზრიანობას ავლენენ. ხალხს ისინი საჩუქრებს, კონცერტებს, ექსკურსიებს სთავაზობენ, რომლებსაც არჩევნებთან თითქოს საერთო არაფერი აქვს. ყველაზე ხშირად ასეთ შენიღბულ რეკლამას დემოკრატები, სოციალისტები და პარტია "შორ"-ი (ახალგაზრდა მეწარმის ილან შორის მიერ შექმნილი პარტია) მიმართავენ.
მაგალითად, დემოკრატებმა მოლდოველ პენსიონერებს ახალი წელი მიულოცეს და იმავდროულად აცნობეს, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით მათთვის 600 ლეის [დაახლოებით $34] ოდენობის შემწეობა დაწესდა.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
"ეს არის ძვალი, რომელსაც ადამიანებს ოთხ წელიწადში ერთხელ მიუგდებენ ხოლმე. მიგვაჩნია, რომ ეს ხმების ყიდვის შენიღბული ფორმაა", — ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ვიაჩესლავ ბერბეკა.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია Promo-LEX-ის დამკვირვებლებმა დათვალეს, რომ გასული თვენახევრის განმავლობაში დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტებმა და პარტია "შორ"-მა თითქმის 192 ათასი ევრო დახარჯეს კონცერტებზე და მსგავს ღონისძიებებზე, რომლებიც ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა წინასაარჩევნო ფონდების ანგარიშებში არ ასახულა.
მნიშვნელოვანი, მაგრამ… არა საბოლოო არჩევნები?
მთავარი კითხვა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს — ეყოლება თუ არა მოლდოვას სოციალისტების მთავრობა? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 51 მანდატს ვერ მოიპოვებს.
ამიტომაც შესაძლებელია კოალიცია სოციალისტებმა და დემოკრატებმა ჩამოაყალიბონ.
ასე თუ ისე, თუ მთავრობა არჩევნების შემდეგ სამ თვეში არ დაკომპლექტდა, პარლამენტს დაითხოვენ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები