ივანიშვილი: ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახავენ
ფოტო: Shakh Aivazov / AP
დღეს, ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკიდან წასვლის საკითხზე ისაუბრა. ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ხშირად ქვეყნიდან წასვლასთანაა გაიგივებული, რაც არასწორია. როგორც თავად ამბობს, ის წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ რჩება ქვეყნის მოქალაქედ და აპირებს აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში:
"ძალიან ოცნებობენ, რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი გახსნილად, გამოვაცხადე როგორც წავედი და დღესაც შემიძლია გავიმეორო თუ რამე კითხვები დარჩა. მე ვარ მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას. ამასთან აიგივებენ ჩემს წასვლას, ამის ძალიან დიდი სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო, ის ძველი ტაშფანდურა ისევ დააბრუნონ და ამასაც ძალიან ხშირად აიგივებენ."
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კითხვები, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გაჩნდა, უსაფუძვლო იყო ვინაიდან მან პოლიტიკა ღირსეულად დატოვა:
"წავედი ჩემი აზრით, ღირსეულად მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბევრი პოლიტიკოსი სვამს და ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახონ."
ექსპრემიერმა ასევე ისაუბრა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზეც. მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო მიიღო და პოლიტიკიდან იმიტომ წავიდა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ამბიციები არ ამოძრავებდა:
"დასჭირდა ჩემს ქვეყანას მოვედი თავი გავწირე. გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი, წავედი პოლიტიკიდან, ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია, რომ არ მინდოდა რაღაც თანამდებობა მიმეღო. ნორმალურია, როცა სხვას აქვს ამბიციები და უნდა მარტო ქვეყანა. მათზე არავითარ კრიტიკას არ ვაპირებ, უბრალოდ მე ვარ ესეთი. მე არ მქონდა და არ არის ეს ჩემი მოწოდება, რომ დამჭირდა მოვედი".
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი წასვლის მოლოდინი ცრუ იმედია და ის ქვეყნის სამსახურში დარჩება და მიიღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესებში. მისი განცხადებით, მას აქვს გარკვეული ავტორიტეტი საზოგადოებაში და ის იქნება აქტიური იმისთვის, რომ განხილვის და ანალიზის საფუძველზე მოქალაქეებმა სწორი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.
"მე ვარ დღეს მოქალაქე , ყველა მოქალაქეს ვალდებულება აქვს, რომ მიიღოს მინიმალური მონაწილეობა პოლიტიკაში. ვის რამდენი შეუძლია იმდენი მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ქვეყნის განვითარებაში. უნდა მოვიდეს არჩევნებზე, ეს არის მინიმალური ვალდებულება მე ასე ვიტყოდი და ვალდებულების განცდა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. იმის მიხედვით, რომ ბოლო კვლევები აჩვენებს ძალიან ბევრი არ აპირებს მოსვლას და ბევრი ფიქრის პროცესშია. ნურავის მიანდობთ თქვენს საკუთარ ბედს. გთხოვთ თითოეულ თქვენგანს, კარგად დააკვირდით პროცესებს, ჩაერთეთ ანალიზში და მოდით არჩევნებზე, რამეთუ თქვენ თქვენი ქვეყნის და შვილების მომავალს განსაზღვრავთ და განკარგავთ"
შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.
გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან. პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს, 12:00 საათზე აჭარიდან გავიდა GDS-ის პირდაპირ ეთერში.
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
კომენტარები