ჩნდება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და ანაკლიის პორტს უკავშირდება — TI თიბისის საქმეზე
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებული გამოძიება და ეროვნული ბანკის მოთხოვნა მათი გადადგომის შესახებ ეჭვს ბადებს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. მათი თქმით, მიმდინარე პროცესები შესაძლოა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდებოდეს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ გააქტიურდა თიბისი ბანკის მიმართ კრიტიკა. კონკრეტულად, ივანიშვილმა გადააყენა პრემიერი კვირიკაშვილი, რომლის დროსაც პორტის მშენებლობის ტენდერი ჩატარდა. ასევე, ივანიშვილმა ბანკი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, მამუკა ხაზარაძეს კი უმადურობაში დასდო ბრალი. მათი თქმით, ამ ფონზე 10 წლის შემდეგ გამოძიების დაწყება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება პროკურატურას სადამსჯელო იარაღად იყენებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის არსებობის პირობებში პროცესი შერჩევითი მართლმსაჯულების შთაბეჭდილებას ტოვებს. მათი თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და პროცესი უნდა განვითარდეს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესი, არ შეფერხდეს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის მშენებლობა და პრობლემა არ შეექმნას ქვეყნის წამყვანი ბანკის მუშაობას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესები ანაკლიის პორტს დაუკავშირეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და საფრანგეთის ელჩმაც. საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მაინემ აღნიშნა, რომ თიბისის საქმეზე განვითარებული მოვლენები უცნაურია და გაურკვეველია, რატომ დაინტერესდა გამოძიება 10 წლის წინ მომხდარი მოვლენით ახლა და არა მანამდე.
ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და გემების მიღება 2021 წლიდან იგეგმება. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც პორტს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემების მიღების საშუალებას მისცემს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება. შედარებისთვის, TI-ში ამბობენ, რომ 2017 წელს ფოთის პორტმა 7 მლნ ტონამდე ტვირთი მიიღო.
თიბისის საქმე
თიბისის ხელმძღვანელი პირების გადაყენების მოთხოვნაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა. ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მისცეს მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად. მათივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე. მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ყველა საშუალებით დაიცავენ ბანკს და აქციონერების სამართლებრივ უფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.
ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები