შსს: ჯეკ შეფერდი საქართველოში მაშინ შემოვიდა, როცა მას ინტერპოლი არ ეძებდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის იანვრის დასაწყისში მიიღო ინფორმაცია, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეფერდი, სავარაუდოდ, იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ჯეკ შეფერდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო.
"ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს, ჯეკ შეფერდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით", — განაცხადეს შსს-ში.
ვლადიმერ ბორცვაძის ცნობით, ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში, ჯეკ შეფერდი იძულებული გახდა პოლიციაში მისულიყო, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, ის ვეღარ გადაკვეთდა სახელმწიფო საზღვარს და ამავდროულად, მისი დაკავების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები.
"მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში გამოცხადებამდე მან აიყვანა ადვოკატები და მიმართა მედიას, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", — აცხადებენ უწყებაში.
ინტერპოლით ძებნილ შეფერდს, რომელიც თბილისში მარტიდან იმალებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ეძებდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ის პოლიციაზე ადრე აღმოაჩინეს. ტელევიზიასთან ინტერვიუში შეფერდმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს ამიტომ საკუთარი სურვილით, ადვოკატებთან ერთად ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში მივიდა და პოლიციას ჩაბარდა.
23 იანვარს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეფერდი ქალის არაგანზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და თბილისში იმალებოდა. გამოცემა წერდა, რომ დაღუპულ ქალსა და ბრალდებულ კაცს მდინარე ტემზაზე პაემანი ჰქონდათ. მათ ნავით გაისეირნეს, რომელიც მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. ნავი, დაუდგენელი მიზეზით, ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა და ისინი წყალში აღმოჩნდნენ. მამაკაცმა გადარჩენა შეძლო, ქალი კი დაიღუპა.
შეფერდი 2018 წლის 26 იანვარს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ივლისში კი, ქალის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ჯეკ შეფერდი პირველი სასამართლო სხდომის შემდეგ აღარ გამოჩენილა. დაღუპული ქალის ოჯახი მოითხოვს, შეფერდმა პასუხი აგოს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები