შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შემდეგ, თავდამსხმელი დააკავეს. უწყების ცნობით, გარდაცვლილია ერთი პირი, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელმა გაჩერებულ ავტომობილში მჯდომ მამაკაცს ესროლა. თვითმხილველების თქმით, მათ 5-6 გასროლის ხმა გაიგონეს, თავდამსხმელი კი გაიქცა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.