შეასრულეთ ვალდებულებები, გამოიძიეთ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნის საკითხი — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს
ფოტო: RIA
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ლგბტ თემის წევრებზე დევნის განახლებით შეშფოთებული არიან. დეპარტამენტში ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დეკემბრის შემდეგ ჩეჩნეთში 40 ლგბტ პირი უკანონოდ დააკავეს. მათგან 2 საპყრობილეში წამებით გარდაიცვალა.
დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკულებებით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთარი კონსტიტუცია და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. ისინი ასევე მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას ჩეჩნეთში უფლებადამცველთა უფლებებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ბრალდებებს ტყუილსა და დეზინფორმაციას უწოდებს. ისინი ამტკიცებენ, რომ უკანონო საპატიმროები არ აქვთ. მათივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არავინ დაუკავებიათ.
ჩეჩნეთში ლგბტ პირების მასობრივი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ნოვაია გაზეტამ პირველად 2017 წლის აპრილში დაწერა. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა ამბობდა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება გეი კაცებს საიდუმლო ციხეებში სვამდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის ლგბტ ქსელის ინფორმაციით, 2017 წელს ორგანიზაცია ჩეჩნეთის დატოვებაში 150-მდე ადამიანს დაეხმარა, მათგან 130-მა კი რუსეთიც დატოვა.
ხელისუფლება რესპუბლიკაში საიდუმლო ციხეების არსებობას მაშინაც უარყოფდა. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მედიას, რომელიც გეების შევიწროებაზე წერდა, თვითრეკლამაში ადანაშაულებდა.
2017 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რამზან კადიროვი და პოლიციის განყოფილების უფროსი, რომელსაც გეების წამებაში ადანაშაულებენ, მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2018 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ლგბტ პირების დევნის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა ან ამის უფლება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიეცა.
გარდა ამისა, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთომ დეკემბერში ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რესპუბლიკაში ლგბტ პირების დევნა აშკარაა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები