ირაკლი კობახიძე: არავის ვურჩევ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, ამას სათანადო პასუხი გაეცემა
ფოტო: ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
მისი თქმით, მთავარი წესების დაცვაა და ის, ვისაც გარეთ გააქვს გუნდის სირთულეები, შეცდომებს უშვებს.
"რეგლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარის არჩევისას უხეშად და ცალსახად დაირღვა. რეგლამენტის დარღვევა ერთია და სხვა რეაგირება სჭირდება. რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, აქ არის ჩვენი რეაგირება მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და ვეცდებით, შიგნით ავუხსნათ ყველას, რა დაირღვა", — განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რეგლამენტი რომ დაირღვა, ორჯერ ორი ოთხია. ის განმარტავს, რომ კანდიდატების სიმრავლე პირველი მოადგილის პოსტზე მხოლოდ მაშინაა, როცა ოპოზიცია თავის კანდიდატებს ასახელებს.
"პირველი მოადგილის ერთ კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე, უმრავლესობის კვოტიდან ასევე ერთი სახელდება და ოპოზიციის კვოტით თითო კანდიდატის დასახელება შეუძლიათ ფრაქციებს. კანდიდატების სიმრავლე შესაძლებელია არსებობდეს ოპოზიციის შემთხვევაში. დღეს ვიღაცას რეგლამენტის დარღვევა დასჭირდა და ასე გააკეთეს ყველაფერი, ამას თავისი რეაგირება ექნება", — განაცხადა კობახიძემ.
ის აცხადებს, რომ ქართული ოცნების გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია და გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.
"გუნდი არის ერთი და თუ ვინმეს მოუნდება გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ამას გაეცემა პასუხი.მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცავ გუნდის წესებს. არავის ვურჩევ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, თუ გუნდის საზიანო ნაბიჯები გადაიდგმება, ამას პასუხი გაეცემა", — განაცხადა კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.
ირაკლი კობახიძე ერთადერთი არ არის, ვინც თქვა, რომ გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. თავმჯდომარის აზრს იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.
31 დეკემბრის კომიტეტი სხდომაზე კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი წარადგინა.
სხდომის დასაწყისში სამი კანდიდატურის დაყენებას უკმაყოფილება მოჰყვა ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან. დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მათიკაშვილის განცხადებით, რეგლამენტის დარღვევაა. ბესელიას განმარტებით, სხდომის საკითხი თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა იყო, შესაბამისად, დამატებითი კანდიდატურების წამოყენების კანონიერი უფლება ჰქონდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები