ივანიშვილთან ვანო მერაბიშვილზე საუბარი საერთოდ არ გვქონია — ლევან მურუსიძემ პირჯვარი გადაიწერა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პალიტრა ნიუსი
მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე არასდროს უსაუბრია. მურუსიძემ ამის შესახებ გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.
"[ივანიშვილთან შეხვედრაზე] იდგა მოსამართლის ხელფასის თემა, მოსამართლეების სტაბილურობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა იდგა. კონკრეტული თემა არასდროს ან განგვიხილავს. აბსოლუტური სისულელეა, საერთოდ არ გვქონია ვანო მერაბიშვილზე საუბარი", — თავისი სიტყვების გასამყარებლად კი მან პირჯვარი გადაიწერა.
მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. მურუსიძის უვადო მოსამართლეობას საბჭოს უმრავლესობამ, 11 წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან მურუსიძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში სახელმწიფო გაამტყუნა და ქართული სასამართლო გააკრიტიკა. მურუსიძის მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სახელმწიფო ჯამში 83 000 ევროთი აზარალა.
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, სამართლიანობის აღდგენა დააანონსა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მურუსიძე, რომელიც მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, "დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაში მის თანამონაწილედ გამოაცხადა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლევანი გახლავთ დემოკრატიული წესით არჩეული იუსტიციის საბჭოს მდივანი. აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, რომ განწყობილია, ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს, იზრუნოს. ამას იღებს საკუთარ თავზე, ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა კაცს პრინციპული ხედვები აქვს, რომ სასამართლო იყოს ღირსეული და შესატყვისი ევროპულისა", – განაცხადა ივანიშვილმა.
2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30–ში საუბრისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი იყო "არა კონკრეტული მოსამართლის, არამედ სისტემის მსხვერპლი".
გაიგეთ მეტი:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები