გემზე სპეცსამსახურის წევრები იყვნენ — რუსეთის წარმომადგენელი გაეროში უკრაინას პროვოკაციაში ადანაშაულებს
გაეროში ქერჩში მომხდარი ინციდენტის გამო გამართულ საგანგებო სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა, დიმიტრი პოლიანსკიმ უკრაინა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინულ გემებზე მეზღვაურების გარდა სპეცსასამხურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
"გაოგნებული ვარ იმის გაგებით, რომ ჩვენ აზოვის ზღვაც ოკუპირებული გაქვს. ეს რაღაც ახალია. მთავარი კითხვა ისაა რატომ წამოვიდა უკრაინა ღია პროვოაკაციაზე და საფრთხე შეუქმნა მეზღვაურების სიცოცხლეს", — განაცხადა პოლიანსკიმ.
უკრაინის წარმომადგენელმა რუსული მხარე ფაქტებით მანიპულაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ცდილობენ გამოგონილი ფაქტები რეალობად გაასაღონ. გაეროს საგანგებო სხდომიდან დეტალები BBC-მ გაავრცელა.
ქერჩის კრიზისი
რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებულია.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.
რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.
საომარი მდგომარეობა
სამხედრო კაბინეტთან კონსულტაციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანა. მისი თქმით, უშიშროების საბჭომ 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შესთავაზა, თუმცა გადაწყვიტა მხოლოდ 30 დღით გამოაცხადოს. უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის შესახებ 26 ნოემბერს უნდა იმსჯელოს. განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
პეტრო პოროშენკოს თქმით, ამ ეტაპისთვის საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ მოიცავს საპასუხო ცეცხლის გახსნას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინული მხარე სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც უკრაინა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მოუწოდებს კიევის "დასავლურ სპონსორებს" რომ დაამშვიდონ ისინი, ვინც ამ ინციდენტიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
საერთაშორისო გამოხმაურება
ქერჩი განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან.
რუსეთის მიერ თავდასხმიდან მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ევროპამ თავდაცვისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ევროპა აშშ-ს ვაჭრობისთვის იყენებს და შემდეგ თავდაცვისთვის საჭირო თანხებს არ იხდის.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხრისტია ფირლანდმა ტვიტერით მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტყვეები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო გადაადგილება.
ესტონეთმა რუსეთს მიმართა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის თავდასხმაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.
რუსეთის აგრესია დაგმო პოლონეთმაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ხელყოფის გარდა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია.
ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომ მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა საერთაშორისო სამართლის დარღვევა დ გაეთავისუფლებინა დაკავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები