ბოლო 10 წელში 2982 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს — კვლევა
ფოტო: Getty/Pacific press
ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 44 შემთხვევით გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით 74 შემთხვევით. ამას ადასტურებს ანგარიში, რომელიც აქტივისტების ჯგუფმა "პატივისცემა ტრანსფობიის ნაცვლად" მოამზადა. კვლევის თარგმანი ქართულ ენაზე თანასწორობის მოძრაობამ გაავრცელა.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ტრანსფობიურ ნიადაგზე მომხდარი 369 მკვლელობა აღინუსხა. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულობების რაოდენობა იზრდება.
მკვლელობათა შემთხვევების უმეტესობა მოხდა:
- ბრაზილიაში — 167;
- მექსიკაში — 71;
- აშშ-ში — 28;
- კოლუმბიაში — 21.
ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ტრანს ადამიანების მკვლელობის 2 982 რეგისტრირებული შემთხვევაა აღნუსხული.
"სტიგმა და დისკრიმინაცია არის სიღრმისეულად გამჯდარი დამოკიდებულება ტრანს ადამიანების მიმართ მთელს მსოფლიოში. ტრანსი და გენდერულად არაბინარული ადამიანები არიან მსხვერპლი შემაძრწუნებელი სიძულვილის დანაშაულების, გამოძალვის, ფიზიკური და სექსუალური თავდასხმებისა და მკვლელობების", — ნათქვამია კვლევაში.
მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ უმრავლეს ქვეყნებში ტრანს და გენდერულად არაბინარული ადამიანების მკვლელობების შესახებ მონაცემები არაა სრულყოფილად შესწავლილი, რის გამოც შეუძლებელია ტრანს ადამიანების მკვლელობების შესახებ ზუსტი ცნობების მოძიება.
ძალადობა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ფარავს რასიზმს, სექსიზმს, ქსენოფობიას, სექს-მუშაკების საწინააღმდეგო განწყობებსა და დისკრიმინაციას. ამ ანგარიშის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დაღუპული ტრანს ადამიანების 62%-ის პროფესია სექს-მუშაკობა იყო. აშშ-ში კი დაღუპული ტრანს ადამიანების უმრავლესობა (85%) ან აფროამერიკელი ან ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ნაწილს შეადგენდნენ.
საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიდის აფრიკიდან და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, დაღუპული სტრანსგენდერების დიდი ნაწილი – 65% იყვნენ მიგრანტები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები