შშმ პირების ნაწილს სოციალური დახმარება გაეზრდება — მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა მე-2 ტურის წინ
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავრობის კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის პირველი იანვრიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 ათასზე მეტი პირი (მეორე ჯგუფი) გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. კერძოდ, პირველი იანვრიდან მეორე ჯგუფის შშმ პირების სოციალური დახმარება 100-ის ნაცვლად 120 ლარი იქნება.
ბახტაძემ ამის შესახებ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ, 12 ნოემბრის შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა სოციალური დახმარების გასაზრდელად რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოიძიონ.
მთავრობის გადაწყვეტილებები მეორე ტურის წინ
28 ოქტომბრის შედეგების შემდეგ მმართველმა გუნდმა "შეცდომების გამოსწორებაზე" დაიწყო საუბარი. მეორე ტურისთვის მოსამზადებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმების ნაკლებობა დეპუტატებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის, კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
კიდევ ერთ მიზეზად კანაფის კულტივაციის კანონპროექტი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ითხოვდნენ, რომ კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს.
კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.
ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება.
2 ნოემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამსახურის დაწყების გამო დახმარება აღარ შეუწყდება. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მამუკა ბახტაძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 2019-20 წლებში შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდებათ. 2019 წლიდან ხელფასი მოემატება შსს-ს დაახლოებით 2 900 თანამშრომელსაც.
პრემიერის განცხადებითვე, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს ბინები სამ ეტაპად 2020 წლისთვის გადაეცემათ. მთავრობა ბინების გადაცემას იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც გეგმავს. ბახტაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, 2 000-მდე მოქალაქე მიიღებს ბინას. ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა საზღვრისპირა სოფლებში გათბობის უზრუნველყოფისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნითაც.
აღნიშნულ ინიციატივებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ განაცხადა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაანონსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ორგანიზაციის განცხადებით, ახალ პროგრამებზე მეორე ტურის წინ საუბარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინიციატივების მიზანია, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცეს ხმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები