ზურაბიშვილის შვილისა და სააკაშვილის აგიტაციაში მონაწილეობა, შესაძლოა, უკანონო იყოს — საია
საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, შესაძლოა, უკანონო იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
თეიმურაზ გორჯესტანის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში
თეიმურაზ გურჯისტანი სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შეჯამებისას, 25 ოქტომბერს სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ " სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ამ მოგებით კი მთელი საქართველო გაიმარჯვებს". მისივე განცხადებით, არჩევნებზე საზოგადოება მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.
"მომავალი მარტო ერთია: საქართველოს გამარჯვება! სხვა მომავალი არ არის! ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის.არჩევნებზე საზოგადოება გამოვა იმისთვის, რომ სიმართლე და ევროპული მომავლის საქართველო აირჩიონ და რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცენ", — განაცხადა ზურაბიშვილის შვილმა.
მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში
საიას განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, 2016-2017 წლებში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და მათი არაერთი განცხადებისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა.
განცხადებაში სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზეც წერია, სადაც ის სიძულვილის ენას იყენებს და ამბობს, რომ საქართველოს მდიდარი ტურისტები სჭირდება და არა "გაძვალტყავებული და ჯღანები.
როგორც საიაში აცხადებენ, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ნეგატიური ლექსიკით მოხსენიება ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენაა.
"ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის კულტივირებას. ბანგლადეშელებისა და ინდუსების ,"ჯღანად" მოხსენიებით მესამე პრეზიდენტის განცხადება გასცდა ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმური დისკუსიის ფარგლებს და აშკარად ქსენოფობიური ხასიათი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მქონე განცხადებების ტირაჟირებას ახორციელებენ", — წერია განცხადებაში.
საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას:
- კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები;
- შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები