ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? — სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას არ ხსნის
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
არჩევნების შედეგების გამოქვეყნების მეორე დღეს, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა პროცესები შეაფასა და დაადასტურა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ზურაბიშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს არ დაუთმობს ქვეყანას და თანამებრძოლებს არ მიატოვებს შუა გზაში.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მზადაა. მისივე თქმით, "კახელიცაა და მეგრელიც" და ამიტომ ბოლომდე წამსვლელია. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ პირველ ტურში პირველი ადგილიც გამარჯვებაა.
ზურაბიშვილმა განცხადება ქართული ოცნების წევრებთან, კახა კალაძესთან, ლევან კობიაშვილთან, ასევე ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად გააკეთა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, კანდიდატმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ზურაბიშვილის გზა მეორე ტურამდე
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად განიხილავდა დაუჭერდა, თუ არა მას მხარს ქართული ოცნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი გუნდში განხეთქილების მიზეზად იქცა, რაც რამდენიმე თვის შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა კიდეც. ეჭვების მიუხედავად, საბოლოოდ, ზურაბიშვილი ოცნების რჩეული კანდიდატი გახდა.
საარჩევნო კამპანიის დროს მისმა განცხადებებმა აგვისტოს ომზე, მარიხუანის ლეგალიზაციასა და ავლაბრის რეზიდენციაზე, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების და ეკლესიის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
ზურაბიშვილს აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა საპასუხოდ მათ კანდიდატის და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის მოგერიება მოუწიათ. პრეზიდენტობისთვის მებრძოლი კანდიდატი კრიტიკული და ცინიკური იყო მედიის მიმართაც.
მისი კამპანიის დროს აქტიურად განხილვადი იყო შემოწირულობებიც, რადგან მან კოკა-კოლის, არქი ჯგუფის, ანაგის, ღუდუშაურის კლინიკის, ქართუ ბანკის, თეგეტას, აისის და სხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებისგან მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობები მიიღო. ამას ერთვებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ირაკლი კობახიძის, ეკა ბესელიას, გია ვოსლკის, კახა კალაძის და სხვათა დიდი ოდენობის შემოწირულობები.
მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატი, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი პარტია დარწმუნებული იყო, რომ მას კონკურენტი არ ჰყავდა და არჩევნების მოგებას შეძლებდა. ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ მის წინააღმდეგ წარმართული კამპანია არაევროპული და არაჯანსაღი იყო, რადგან ქალ კანდიდატს ესხმოდნენ თავს.
კამპანიის დროს მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, იმასაც რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში მოიგებდა და მეორე ტურის ჩატარების ალბათობა მცირე იყო, მაგრამ იქაც კი ზურაბიშვილი იქნებოდა ლიდერი.
ამის დასტურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩევნების დღეს გამოქვეყნებული, მათ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც გამოიყენეს, სადაც ზურაბიშვილი 53%-ით ლიდერობდა. პარალელურად ჩატარებულ სხვა ეგზიტპოლებში ზურაბიშვილს საერთო ხმების 40 და 34 პროცენტი ჰქონდა.
თავად კანდიდატმა ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა "ფრთხილად". მისი თქმით, ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ იზეიმებდა.
თუმცა, ცესკოს პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან გამზადებული სცენა დაშალეს და კონცერტიც გადაიდო. თავად ზურაბიშვილმა კი ორი დღის განმავლობაში ამ საკითხზე არ ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე რას აპირებდა კანდიდატი, მან უპასუხა "როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ".
ამ დღეების განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკაც. მაგალითად, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა გადაჭარბებული თავდაჯერება და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
-
"პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს! ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!
გადახედვა
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
კომენტარები