იმოქმედე დღეს სიმართლისთვის — ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართება
ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge
იმოქმედე სიმართლისთვის — ამ სლოგანით დღეს, 26 ოქტომბერს, 7 საათზე პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
"ნუ დავტოვებთ სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! ნუ იქნება სულ ერთი", — წერია ფეისბუქზე აქციის ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორიც გიგა მაქარაშვილია.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერი ორი პირი დღეს სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ზაზა სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს.
სარალიძის დაკავებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ნაციონალების კოორდინატორია და პარლამენტთან პარტიას ადგილს უნახავს.
სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 46 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის, რის შედეგადაც ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი, იმავე დღეს გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი, დავით სარალიძე — 2 დეკემბერს. ლევან დადუნაშვილს მიაყენეს ორი ჭრილობა, დავით სარალიძეს კი — 12.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან საქართველოს პროკურატურასთან მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია გამართა და შემდეგ ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო. ზაზა სარალიძის მოთხოვნა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა და მკვლელების დასჯა იყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. ცრუ ჩვენების ბრალდებით კი არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
ზაზა სარალიძემ ივლისში დაწყებყლი აქციები 10 სექტემბერს განაახლა. ის 46 დღეა საქართველოს პარლამენტთან საროტესტო აქციას მართავს და შვილის მკვლელი დაკავებას ითხოვს.
საგამოძიებო კომისია
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ და საბოლოო, ორი — ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს დასკვნა მომზადდა.
ევროპული საქართველოს 78-გვერდიან დასკვნაში 32 რეკომენდაციაზეა საუბარი, რომელიც ხუთ სხვადასხვა მიმართულებას ეხება.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.
ასევე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე.
მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
ქართული ოცნების მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებას ხელი არ შეშლია.
ქართული ოცნება თავის 20-გვერდიან დასკვნაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყენებს ტერმინებს "არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა", თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტავს, რომ ამას საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. აქვე, პარტია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები