მურმან დუმბაძე

21 Oct. 2018, 18:04

40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. ერთხელ მეუბნება – ბატონო მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ.

სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, ვუთხარი – არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან საკუთარ ავტოკალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით დაწერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა. 

ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…