შეაფასეთ გვარამიას განცხადება, მოხდება თქვენი თვითლუსტრაცია — კობახიძე NGO-ების კრიტიკას აგრძელებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას აგრძელებს და მათგან ისევ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებას მოითხოვს. კობახიძის თქმით, NGO-ები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ეტალონები უნდა იყვნენ და ფაშისტურ განცხადებებზე რეაგირებდნენ.
კობახიძე ფაშისტურად აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგიც კი მიუძღვნა.
"ნიკა გვარამიას გამონათქვამი არ იყო უბრალო მეტაფორული გამონათქვამი, ეს იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა ტელეკომპანია იმედზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძის თქმით, ეს იქნება არასამთავრობოების შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი:
"ან ისინი მოახდენენ თვითლუსტრაციას ძალიან მძიმე ფორმით, ან ისინი ერთხელ და სამუდამოდ სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ იმ გამონათქვამს, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ", — აცხადებს თავმჯდომარე.
მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე გაავრცელა განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისინი გააკრიტიკა და არასერიოზული უწოდა.
"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.
ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააგრძელა. წულუკიანმა NGO-ების განცხადებებს "არასერიოზული" და "ყველანაირი სტანდარტის დარღვეული" უწოდა.
არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ. ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში ქსენოფობიური შინაარსის კომენტარის შესახებ საუბრობენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მოგვიანებით, ზურაბიშვილმა არასამთავრობოები ისევ გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ მათთან შესახვედრად მზად არის.
2018 წლის 8 ოქტომბრის საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას "ფაშისტური განცხადება" არ შეაფასეს. საქმე ეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს, რომელშიც ამბობს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უნდა შევიწროვდეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩუმად არიან, "რაც გასაკვირი არ არის".
არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა. თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში საუბრისას თქვა, რომ ორგანიზაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მუშაობენ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები