ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად ოცნების შემწირველი და 2030-ის ყოფილი ანალიტიკოსი დაინიშნა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
საქართველოს ეროვნულ ბანკის აღმასრულებელ დირექტორად ქართული ოცნების შემომწირველი და საზოგადოება 2030-ის ანალიტიკოსი ვახტანგ ბურკიაშვილი დაინიშნა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ბურკიაშვილი თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. ის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 17 ოქტომბრიდან შეუდგება.
ვახტანგ ბურკიაშვილმა ქართულ ოცნებას 50 000 ლარი 2016 წელს შეწირა. On.ge-სთან საუბრისას ბურკიაშვილმა განმარტა, რომ როგორც მოქალაქეს აქვს პირადი შეხედულება და სიმპათია ქართული ოცნების მიმართ და მისი შემოწირულობაც ამ სიმპათიის გამოხატულებაა.
"მე ვარ არაპოლიტიკური, არაპარტიული და როგორც მოქალაქეს, მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი სიმპატიები, მხარს ვუჭერ ქართულ ოცნებას, როგორც მოქალაქე", — უთხრა On.ge-ს ვახტანგ ბურკიაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ფულადი მხარდაჭერა გამოუცხადოს, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ვახტანგ ბურკიაშვილი ამბობს, რომ შემოწირულობა არ განუხორციელებია და სამომავლოდაც, არ გეგმავს.
ვახტანგ ბურკიაშვილის თქმით, 2030-ის ანალიტიკოსობის გარდა, მას საკმაოდ მრავალფეროვანი რეზიუმე აქვს და მისი გამოცდილება პირდაპირ უკავშირდება იმ საქმეს, რომელსაც ეროვნულ ბაკში შეასრულებს.
"მესმის, მცდელობა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან დააკავშირონ. ჩაიხედონ სივი-ში და ნახავენ, რომ ეს არის ჩემი პროფილი. შესარჩევი კონკურსი იყო ღია, ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ მოხდა", — უთხრა On.ge-ს ვახტანგ ბურკიაშვილმა.
ვახტანგ ბურკიაშვილი ბიზნესმენიცაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ფლობს შპს-ს ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმს. ასევე არის მეწილე შპს-ების: საკი - პეტროლიუმი, მიო + და აი იუ ეს გრუპი.
კითხვაზე, ექნება თუ არა რაიმე ინტერესთა კონფლიქტი, როცა ბიზნესის დარეგულირება მოუწევს, ვახტანგ ბურკინაშვილი ირწმუნება, რომ მისი საქმიანობა ფინანსურ სექტორთან არ გადაიკვეთება.
"აღნიშნულ ფინანსურ სექტორში ჩემი ბიზნესი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა", — ამბობს ვახტანგ ბურკინაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა, სამუშაოდ მიმდინარე წელს სს საქართველოს ბანკში გადავიდა.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები