ოკუპირებულ ცხინვალში მიაჩნიათ, რომ მაია ოთინაშვილის გატაცებას საქართველო პიარისთვის იყენებს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ რუსი მესაზღვრეების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებას პიარისთვის იყენებს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა რესი ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ოთინაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადამცველი ორგანიზაციები "გატაცებასა" და მისი "უფლებების დარღვევაზე" უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ", — ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაში.
მაია ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ომბუდსმენის ცნობით, ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ქალი ნაცემია. მათი განცხადებით, ის ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე სცემეს. ნინო ლომჯარია ასევე ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ისინი ჯერ კიდევ დილით ვარაუდობდნენ, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, მისივე თქმით, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მაია ოთინაშვილის საქმე
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მოქალაქე შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე. ომბუდსმენის ცნობით, მაია ოთინაშვილს "ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება.
მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.
ხურვალეთი გამყოფი ხაზის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფლის 36 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ნაწილზე მოექცა, სარწყავი წყალი 2008 წლიდან გადაკეტილი აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამიანების გატაცებები და დაკავებები თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა.
მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები