საპრეზიდენტო არჩევნები: შეფასებები ვაშინგტონიდან
ფოტო: AP
საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვაშინგტონში მის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამ დრომდე, მმართველ პარტიას კანდიდატი არ წარუდგენია. ქართული ოცნების არაპირდაპირი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იღებს.
"საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოკავშირეები ახლოდან აკვირდებიან საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს. საქართველომ ბოლო წლებში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რასაც დასავლეთი აღიარებს. მაღალი სტანდარტის შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს დონალდ ჯენსენი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან.
დონალდ ჯენსენის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, "არაჯანსაღი" სვლაა.
"მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის ქართული ოცნება ამ საკითხზე გაყოფილია, და მიდის დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და ქართული ოცნების კანდიდატი წარადგინოს. ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს", - ამბობს ჯენსენი.
მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ბალანსის დამცველია.
"საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს, და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - თქვა მან.
საპარლამენტო ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. ევროპული საქართველოს ეგიდით, არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იბრძოლებს. ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, კოალიცია ძალა ერთობაშია სახელით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ასევე, პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
ამერიკის ხმასთან საუბარში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ხაზს უსვამს არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით ბოლო არჩევნებია, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა.
"მართალია, პრეზიდენტს ნაკლები ძალაუფლება აქვს, თუმცა მისი პოზიცია მნიშვნელოვანია იდეების, პრინციპების გამოხატვისა და წინადადებების შემუშავების კუთხით… ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა... პრეზიდენტი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მთავრობის მეთაურს, და იდგეს მიკერძოებულობაზე მაღლა. და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება", - ამბობს იალოვიცი.
წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები შეაფასა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ, მათი თქმით მიუხედავად პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებისა, მისი როლი და მანდატი მნიშვნელოვანია.
"შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები, ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს", - აცხადებს სადამკვირვებლო დელეგაცია.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და რენდის კორპორაციის უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი საქართველოში ხელისუფლებაზე ჩრდილოვანი გავლენის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანება ანაწევრებს პოლიტიკურ სპექტრს.
"ეს არჩევნები უჩვეულოა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის როლი შეამცირა, მიუხედავად ამისა დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი პატივისცემა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გადადგა. მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის ქონას", - აცხადებს კორტნი.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით ბოლო არჩევნებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო, წესით აირჩევა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები