გიულენთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მასწავლებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ფოტო: Hurriyet Daily News
სტამბოლის ერთ–ერთი სკოლის მასწავლებელი, 42 წლის გოქან აჩიკოლუ მას შემდეგ დაიღუპა, რაც დაკავებისას თურქმა სამართალდამცავებმა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ გაუწიეს.
42 წლის მასწავლებელი გადატრიალების მცდელობასა და ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით მიმდინარე წლის 23 ივლისს დააკავეს. ის დიაბეტით იყო დაავადებული. Hurriyet Daily News–ის ცნობით, ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება, აჩიკოლუსთვის მიეწოდებინათ მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები. მისი მდგომარეობა პირველად 28 აგვისტოს დამძიმდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მალევე დააბრუნეს იზოლატორში. ბრალდებული მასწავლეებლი მოგვიანებით ისევ ცუდად გახდა და 5 აგვისტოს საავადმყოფოში დაიღუპა.
თურქული მედიის ცნობით, ახლობლებს არ მისცეს საშუალება, გოქან აჩიკოლუ სტამბოლში, მუსლიმური წესის მიხედვით დაეკრძალათ. ოჯახს მხოლოდ ერთი გამოსავალი დაუტოვეს – მასწავლებელი ან სტამბოლში, ე.წ. მოღალატეთა სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ, ან სადმე სხვაგან, შორს სტამბოლისგან. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჩიკოლუ ცენტრალურ თურქეთში, კონიაში გადაესვენებინა საკუთარი მანქანით, რადგან თურქეთის მთავრობამ დამკრძალავ ბიუროებს აუკრძალა ამბოხთან კავშირის მქონე პირებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება.
კონიაში მასწავლებლის დაკრძალვას 40–მდე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა, ოჯახმა ვერ შეძლო სასულიერო პირის მოძიება, რომელიც მას მუსლიმური წესის მიხედვით დაკრძალავდა.
2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ბოლო მონაცემებით:
- გარდაცვლილია 246 ადამიანი.
- დაშავებულია 1400-ზე მეტი მოქალაქე.
- დახურულია 130 მედია საშუალება.
- გაცემულია 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი.
- სამსახურიდან გაშვებულია 66 ათასამდე საჯარო მოხელე.
- გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში ფეხბურთის 100-მდე მსაჯი გაათავისუფლეს.
- ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
- აჯანყებასთან კავშირის ბრალდებით თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს ათასობით მოსამართლე, მასწავლებელი, მაღალი თანამდებობაზე მყოფი სამხედროები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.
- ხელისუფლებისთვის საეჭვო ჟურნალისტებს პრევენციის მიზნით გაუუქმეს პასპორტები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები