დღეს, თელავის რაიონ სოფელ აკურაში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს.

როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით მოხდა. დანაშაული გახსნილია, დადგენილია დამნაშავე მიმდინარეობს ოპერატიულ საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნოდარ მოდებაძე წინა მოწვევის პარლამენტში, კერძოდ კი 1999 –2004 წლებში ბლოკი "საქართველოს აღორძინების" დეპუტატი იყო.