ევროატლანტიკური საქართველოსთვის: გეოსტრატეგიული გარემო იქმნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად
ფოტო: Gilmanshin / Shutterstock
კოალიცია "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში განვითარებული მოვლენები, ხელსაყრელ გეოსტრატეგიულ გარემოს ქმნის საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
კოალიციის განცხადებით, სასურველი შედეგისთვის სამთავრობო სტრატეგია უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული:
- შიდა რეფორმების, განსაკუთრებით, სასამართლო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების დაჩქარება და მათში ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაქსიმალური მონაწილეობა;
- ნატოს მომავალი სამიტისათვის საქართველოს პოზიციის და მოთხოვნების მკაფიოდ ჩამოყალიბება;
- მხარდამჭერ ქვეყნებთან და ჯგუფებთან ინტენსიური, კოორდინირებული კონსულტაციები;
- სკეპტიკოს ქვეყნებთან, მეტი, და რაც მთავარია, სწორი, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების არგუმენტების მისაწოდებლად;
- ნატოს წევრი ქვეყნების არასამთავრობო, აკადემიურ და მედია წრეებთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშემწყობი საკითხებისა და ვადების განსახილველად, კომუნიკაციისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;
- ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ინტენსიური, კოორდინირებული და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით.
კოალიცია ასახელებს იმ მოვლენებს, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას:
- 2014 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, ალიანსმა რუსეთი პარტნიორიდან საფრთხედ გადააკვალიფიცირა;
- განმტკიცდა რუსული რევანშიზმის აღქმა, როგორც მთავარი საფრთხისა, რომელიც მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემუქრება;
- მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ნატოს სამხედრო სტრატეგიაშიც, რომლის შესაბამისადაც, ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსული საფრთხის შესაკავებლად, ახალი საკომანდო პუნქტები შექმნა და სამხედრო ქვედანაყოფები განალაგა;
- თანმიმდევრულად ვითარდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობები და შესაძლო აგრესიაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებიც რეგულარულად ტარდება;
- აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან დაწესდა და თანმიმდევრულად მკაცრდება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;
- დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების მიერ ფაქტობრივად დადასტურებულია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების ფაქტები აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ;
- რუსული სპეცსამსახურების მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ცივი ომის შემდგომი პერიოდისთვის უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიჩინეს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარი ქვეყნებიდან გააძევეს კრემლის დივერსიული პოლიტიკის გამტარებელი რუსი დიპლომატები;
- აშშ-ის კონგრესის, ევროკავშირის სტრუქტურებისა და ნატოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში სულ უფრო მკაცრდება შეფასებები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე;
- საქართველოსა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად აშშ-მა სახმელეთო ბატალიონების წვრთნის ფართომასშტაბიანი პროგრამები წამოიწყო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“ გადმოგვცა;
- ცივილიზებული სამყარო უკვე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დათმობებზე წასვლა საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, რასაც ადასტურებს გერმანიის კანცლერის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც ის რუსეთიდან გერმანიამდე „ნორდსტრიმ 2“ გაზსადენის გაყვანას დაუშვებლად მიიჩნევს, თუკი ამით უკრაინის, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია დაკნინდება;
- ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის ფოკუსმა ევროპის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა, რამაც (განსაკუთრებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და სირიაში სამხედრო ჩართულობის შედეგად) შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები პრიორიტეტული გახადა. ამ კონტექსტში, საქართველოს როლი ალიანსის უსაფრთხოების დღის წესრიგში, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს;
- ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას, რაც 2017 წელს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებით, ხოლო ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე, მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებითაც დასტურდება.
კოალიცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით, ადგილი არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას:
"ეს ფაქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად".
კოალიცია აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დიპლომატიური აქტივობა ფრაგმენტული, არასტრუქტურირებული და არაეფექტიანია.
"როგორც ჩანს, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამგვარი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი რუსეთის ნაკლებად გაღიზიანებაა. ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანებისა და დსთ-ს ქვეყნების არგაწევრიანების გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. საქართველოც, მთავრობის პასიური პოლიტიკის პირობებში, რჩება ნატოს უსაფრთხოების ქოლგის მიღმა, რაც მას საკმაოდ მოწყვლადს ხდის რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ".
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and
Advocacy Center; - მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative;
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies;
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association;
- ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები