ავიაკატასტროფას გადარჩენილი 300 ადამიანი და ვიდეო ალმოდებული თვითმფრინავიდან
300 ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს 3 აგვისტოს დუბაის საერთაშორისო აეროპორტში. ემირატების ავიახაზების ბოინგ 777–ს, რომელიც ინდოეთიდან ჩაფრინდა დუბაიში, ავარიულად დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ემირატების ავიახაზების პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა 90 წამში შეძლეს თვითმფრინავში მყოფი 300 ადამიანის ევაკუაცია, რამდენიმე წუთში კი ხანძარმა თვითმფრინავი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ოფიციალური ინფორმაციით, მგზავრთა გადარჩენის ოპერაციას ემსხვერპლა დუბაის აეროპორტის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი. მსუბუქად დაშავდა 13 მგზავრი.
ავიაკატასტროფის თვითმხილველი დუბაის აეროპორტში არაერთი ადამიანი გახდა. ერთ–ერთმა თვითმხილველმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავი დაშვებისას და ევაკუაციის დაწყებამდე, უკვე კვამლში იყო გახვეული.
ერთ–ერთმა მგზავრმა ასევე გადაიღო ვიდეო ცეცხლმოდებული თვითმფრინავის შიგნით, ევაკუაციის დროს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, დასაფრენ ბილიკთან შეხების დროს შასები გახსნილი არ იყო.
ემირატების ავიახაზები მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო, მაღალი კლასის ავიაკომპანიად მიიჩნევა.
ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც ევაკუაცია უმსხვერპლოდ დასრულდა, თანამედროვე ტექნოლოგიებია. კერძოდ, 1990–იანი წლების შემდეგ, თვითმფრინავის შიდა სალონი ისეთი მასალისგან მზადდება, რომელიც ძნელად იწვის, ხოლო წვის შემთხვევაში, ტოქსიკურ ნივთიერებას მცირე რაოდენობით გამოყოფს. გარდა ამისა, სავარძლები სალონის იატაკზე ისე მყარადაა მიმაგრებული, რომ ძლიერი დარტყმის დროსაც კი რთულია მისი ამოვარდნა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ევაკუაციის მოქნილი გეგმა. თანამედროვე სტანდარტებით, ევაკუაცია მაქსიმუმ 90 წამში უნდა მოესწროს, რათა მსხვერპლი და ადამიანთა დაზიანება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული. სწრაფ ევაკუაციას ასევე უზრუნველყოფს თანამედროვე თვითმფრინავების რამდენიმე საავარიო გასასვლელი.
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები