ძლიერი წვიმის გამო თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურმა On.ge-ს განუცხადა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე სარდაფები დაიტბორა. გამოძახებები კი ძირითადად იყო ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიიდან, ე.წ. ვორონცოვის მოედანთან, იუსტიციის სახლიდან და ელიას მთაზე, კერძოდ განთიადის ქუჩიდან.

დატბორილი ქუჩებისა და გართულებული საავტომობილო მოძრაობის კადრებს, კოლმეურნეობის მოედნიდან და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტეროტორიიდან 2030 ავრცელებს.