ნატო კიბერთავდაცვას აძლიერებს
ფოტო: AP
როდესაც ნათურების მწკრივები წითლად ციმციმს იწყებს და სირენები ახმაურდება, კიბერთავდაცვის სპეციალისტთა ჯგუფები მოქმედებას იწყებენ, რადგან ამ დროს ელექტროენერგიის ქსელებსა და წყლის საწმენდ სადგურებზე თავდასხმაა. ისინი თავის სფეროში საუკეთესონი არიან და ამ ვარჯიშის დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ოპერაცია "გადაჯვარედინებული ფარები", ე.წ. საბრძოლო ვაზნებით ჩატარებული კიბერვარჯიში, რომელსაც ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრი ყოველწლიურად ესტონეთში ატარებს, იმისთვის არის გამიზნული, რომ შემოწმდეს წევრების და მოკავშირეების შესაძლებლობები, აღმოაჩინონ უკანასკნელი ჰაკები, მავნე პროგრამები და კიბერჩარევა.
ცენტრის უფროსი მკვლევარი სიიმ ალატალუ ამბობს:
"ეს მეგობრული პაექრობაა, მაგრამ ის, რაც მას მსოფლიოში უდიდესად აქცევს, პირველ რიგში იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლებსაც ამაში წვლილი შეაქვთ. ყველა ქვეყნის "ნაღებს" ერთად ვკრიბავთ, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ და ამავე დროს ერთმანეთთან თანამშრომლობასაც ვსწავლობთ".
ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2017 წელს ფართო მასშტაბიანი კიბერთავდასხმა განიცადა და ექსპერტთა უმრავლესობა ამბობს, რომ ამაში დამნაშავე რუსეთი იყო. ბალტიის ქვეყანა ახლა ნატოს კიბერთავდაცვის ძალისხმევის წინა ხაზზეა. ამ ოპერაციის გლობალური რეპუტაციის ზრდის ერთი მაჩვენებელია, რომ ცოტა ხნის წინ მას იაპონია იმ იმედით შეუერთდა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კიბერთავდასხმებისგან დასაცავად, ფასეულ უნარებს დააგროვებს.
ოპერაცია "გადაჯვარედინებული ფარები" სავარჯიშოდ ტარდება, მაგრამ საშიშროება ნამდვილია, ამბობს ალატალუ. "ყველაფერი ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ყველაფრის ჰაკერული გატეხვა არის შესაძლებელი".
2015 და 2016 წლების ზამთარში უკრაინამ ელექტროქსელზე თავდასხმა განიცადა, რამაც რამდენიმე საათით ქსელის გათიშვა გამოიწვია. კიევმა ეს რუსეთს დააბრალა, რაც მოსკოვმა უარყო.
ჰაკერულ თავდასხმებთან ერთად მთავრობები დეზინფორმაციის მზარდი პრობლემის წინაშეც დგანან, როდესაც ინტერნეტს დემოკრატიების წინააღმდეგ იყენებენ. ანალიტიკოსი ბენ ნიმო, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო კვლევის ლაბორატორიიდან, წინა კვირაში ჩატარებული სამიტის დროს ამერიკის ხმას ესაუბრა.
"თუ თქვენ შეერთებულ შტატებში რუსეთის ჩარევის ოპერაციას დააკვირდებით, რამდენადაც ვიცით, ის 2014 წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა. მათი ოპერაცია სამნახევარ წელიწადს გრძელდებოდა, რომელიც, როგორც იუწყებოდნენ, 100 ადამიანს, სოციალური მედიის რამდენიმე ათას ანგარიშსა და 50 ათასზე მეტ ბოტ ანგარიშს მოიცავდა, რომელიც ამას აძლიერებდა. ეს დიდი, დიდი ოპერაცია იყო, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდა, როგორიცაა რაშა თუდეი და სპუტნიკი, თავის მხრივ, კიდევ უფრო აძლიერებდა", - თქვა ნიმომ.
ნატოს ქმედებები ამ ყოველივეს საპასუხოდ საკმარისია?
"ორი წლის წინანდელთან შედარებით, მათ მეტად აღიარეს პრობლემა და ეს სამიტის დეკლარაციიდანაც ჩანს. ის დეზინფორმაციას, როგორც კონკრეტულ საფრთხეს და ჰიბრიდული ომის დიდი სურათის ნაწილს, პირველად მოიხსენიებს".
2014 წლიდან, ნატოს ერთობლივი თავდაცვის ძირეული პრინციპი, მეხუთე პარაგრაფი, შესაძლოა ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთ წევრზე კიბერთავდასხმა მოხდება. პასუხი შეიძლება შეიცავდეს სანქციებს, კიბერ-გამოპასუხებას და ტრადიციული ძალების გამოყენებასაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება, ნატოს გენერალურმა მდივანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ კიბერთავდსხმა შესაძლოა, ისეთივე დამანგრეველი იყოს, როგორც ტრადიციული სამხედრო თავდასხმა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები