მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება არაკონსტიტუციურად ცნეს
ფოტო: საპატრიარქო
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების ჩუქება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.
კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებდა.
საქმეზე "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 3 ივლისს მიიღო.
სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, მე-63 მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ:
- სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, შესაბამისად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
მოსარჩელეთა პოზიცია
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ უფლების გარეშე ტოვებს. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ხელშეწყობა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის - სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება
სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის, ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის განსაკუთრებული როლის აღიარება მის ისტორიულ ღვაწლთან არის დაკავშირებული და პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას არ უკავშირდება. სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის თვითმიზანი დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სადავო ნორმის საფუძველზე გადაცემადი ქონების ნუსხა არ არის პირობადებული რაიმე ისტორიული გარემოებით. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ ქმნის რელიგიური და საკულტო ნაგებობების პრივატიზების სამართლებრივ საფუძველს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ შეიძლება უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება.
"ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას", - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია არის ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან მომდინარე, ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები