თურქეთის ელჩი: ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და მომავალი ეკონომიკური ურთიერთობები იქნება მტკიცე
საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გურმუქჩუმ, დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ელჩის განცხადებით, აქტიურად განიხილება თურქეთის ეკონომიკის ვარდნის საკითხი. საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც, ვინაიდან თურქეთთან მყარი ეკონომიკური კავშირი აქვს. მისი თქმით, შიშები უსაფუძვლოა:
"თურქეთში ყველა ეკონომიკური პარამეტრი უკეთეს მაჩვენელეს აჩვენებს, ვიდრე ადრე. ეკონომიკური სიჯანსაღის დასამტკიცებლად ყველაზე კარგი მაგალითია ეროვნული ვალუტის კურსი. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პირველ დღეებში გვქონდა მცირედი ვარდნა, მაგრამ ეხლა უკვე დაუბრუნდა გადატრიალებამდე არსებულ ნიშნულს. მინდა ქართველი მეგობრები დავამშვიდო, თურქეთის ეკონომიკა არის ჯანსაღი და მომავალი ეკონომიკური ურთეირთობები იქნება მტკიცე".
ელჩმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საგენგებო მდგომარეობამ ტურისტები არ უნდა დააფრთხოს, ვინაიდან ეს პროცესები მათზე არ აისახება:
"მინდა აბსოლიტურად დაგარწმუნოთ, რომ თურქეთში არავითარი საფრხე არ არსებობს. თუ მოისურვებთ ახლა წასვლას, საგენგებო მდგომარეობის გამო ვერავითარ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ. საგენგებო მდგომარეობის მიზანი არ არის ის, რომ შეიზღუდოს მოქალაქეების, ან ვიზიტორების უფლებები, ეს ზომები მიღებული იქნა იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი უწყებების კოორდინირება ეფექტიანი მუშაობისათვის".
ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმაც გააკეთეს განცხადება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთში ტურისტული ნაკადი შემცირებულია, ამის მიზეზი კი საკმაოდ მძიმე წინაისტორიაა:
გარწმუნებთ, თურქეთი არის აბსოლიტურად უსაფრთხო ქვეყანა
"ეს პროცესი დაიწყო გადატრიალების მცდელობამდე. რუსეთ-თურქეთის კრიზისის გამო შემცირდა რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. გარდა ამისა, გავლენა იქონია ტერორისტულმა აქტებმა. პლუს, გადატრიალების კადრების გავრცელებამ დააფრთხო საზოგადოება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მცდელობა ტურიზმის სექტორის ხელშესაწყობად გამოიღებს შედეგებს. გარწმუნებთ, თურქეთი არის აბსოლიტურად უსაფრთხო ქვეყანა".
ელჩმა უარყო გავრცელებული ხმები თურქეთის ავიახაზების პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ ავიახაზებით სარგებლობა აბსოლიტურად უსაფრთხოა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ავიასერვისით სარგებლობისას მომხმარებლებს აეროპორტში 4-5 საათით ადრე მისვლას სთხოვენ.
ელჩმა ასევე უპასუხა კითხვებს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რიგებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ არც ეს პროცესი უკავშირდება გადატრიალების მცდელობის შედეგებს, მიზეზი არის ის, რომ საბაჟო პუნქტის გამტარუნარიანობა არ არის დიდი. მისი განცხადებით, მსგავსი პრობლემა საბაჟოზე ყოველ ზაფხულს არის და დაბრკოლების მიზეზი თურქული მხარეა. ქართული მხარე ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს, თურქეთის მხარეს კი ხუთი შემოწმების გავლაა საჭირო, რაც პროცესებს აფერხებს.
ელჩის განცხადებით, თურქეთი აქტიურად ებრძვის პრობლემებს და ამ ეტაპზე ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე არ დგას და არც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები