მეკლდეურები: პანორამას გამო, ლეღვთახევში საცოც კედლამდე მისვლა შეუძლებელი გახდება
მეკლდეური ერეკლე მიქელაძე On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ ლეღვთახევში შესასვლელი, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტია კლდეზე ვარჯიშობენ მცოცავები, შესაძლოა ჩაიკეტოს. ისინი ითხოვენ, რომ საჯარო სივრცეში ჩასასვლელი გაკეთდეს. მისი თქმით, ტერიტორია ყოველთვის საზოგადოებრივი სივრცე იყო და თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ აქტიურად ისვენებდა:
"მას შემდეგ, რაც იქ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი და ტელეკომპანია GDS აშენდა, რამდენჯერმე შეიცვალა ლოჯისტიკურად ჩვენი ადგილი. პანორამა თბილისის მშნებლობის დაწყების შემდეგ კი ტერიტორია ისე შემოიღობა, რომ ჩვენი საცოცი კლდეები იზოლირებულ ადგილად იქცა".
როგორც ერეკლე ამბობს, კლდე რომელსაც მცოცავები სავარჯიშოდ იყენებდნენ, დღეს პანორამა თბილისის ტერიტორიაში არ შედის, თუმცა მისივე თქმით, იქ მოხვედრა ფიზიკურად შეუძლებელია:
"სადაც პანორამასთვის მთა მოიჭრა, იქ დღეს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად ჩასვლა შესაძლებელია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პანორამას მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები არ შეუშვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მალე ჩვენც შეგვეზღუდება იქ შესვლის უფლება".
მეკლდეურები ფიქრობენ, რომ პროექტ პანორამას ტერიტორია კერძოა და იქ მშენებლობების დასრულების შემდეგ, მათ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ:
"ერთადერთი გზა რჩება, რომ ოქროყანაში უნდა ავიდეთ, მდინარისკენ ჩავიდეთ და გავუყვეთ ხეობას ქვევით. ჩვენი კლდე კერძო საკუთრებაში არ არის, მაგრამ პანორამა ღობავს იქ მისასვლელ გზას და პროექტიდან გამომდინარე, ალყაშია მოქცეული. ახლა ვაპირებთ მერიას მოვთხოვოთ, რომ საჯარო სივრცე გაითვალისწინოს და რაიმე მისასვლელი გზა გააკეთონ ისე, რომ არ შეგვეზღუდოს საცოც კლდემდე მისვლა".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეკლდეურებს, შესაძლოა, კლდეზე ცოცვა და ვარჯიში შეეზღუდოთ. რამდენიმე თვის წინ, ჭიათურაში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც კაცხის მონასტერი მდებარეობს, სასულიერო პირებმა კლდეზე მცოცავებს ვარჯიში აუკრძალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო და ტერიტორია შემოიღობა. მეკლდეურები იძულებული გახდნენ, მოეშალათ საცოცი ინფრასტრუქტურა და დაეტოვებინათ სავარჯიშო ადგილი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ვარჯიშობდნენ.
-
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო
გადახედვა
-
ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა
გადახედვა
-
ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს
გადახედვა
-
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება იმ გაერთიანების ნაწილი, რომელიც "ანტიმიშას" პოზიციებს ასხივებს თინა ბოკუჩავა: "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება იმ გაერთიანების ნაწილი, რომელიც "ანტიმიშას" პოზიციებს ასხივებს
გადახედვა
-
რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს
გადახედვა
-
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
-
აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
-
"ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს "ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს
გადახედვა
-
მაიკლ ო'ფლაერტი აცხადებს, რომ გააგრძელებს ჩართულობას მათი გათავისუფლების საქმეში, ვინც არ უნდა იყოს ციხეში მაიკლ ო'ფლაერტი აცხადებს, რომ გააგრძელებს ჩართულობას მათი გათავისუფლების საქმეში, ვინც არ უნდა იყოს ციხეში
გადახედვა
-
"ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები" — კახა კალაძე პაველ ჰერჩინკსის განცხადებაზე "ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები" — კახა კალაძე პაველ ჰერჩინკსის განცხადებაზე
გადახედვა
-
მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად
-
მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
-
სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ
გადახედვა
-
"ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა "ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა
გადახედვა
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა

კომენტარები